in , ,

მასშტაბური მასკარადი დისკრიმინაციის წინააღმდეგ! – დანიელების სამოქალაქო აქტი [ვიდეო]

2018 წლის ივნისში, დანიის პარლამენტმა განაცხადა, რომ 1 აგვისტოდან ქვეყანაში ისლამური თავსაფრების საჯაროდ ტარება აიკრძალებოდა. კანონი არამხოლოდ დისკრიმინაციული აღმოჩნდა, არამედ სრულ წინააღმდეგობაში მოვიდა დანიის კონსტიტუციასთან. განცხადებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ტაბლოიდმა Ekstra Bladet ფეისბუკ ივენთი დააანონსა, სახელწოდებით “ყველაზე გრძელი მასკარადი დანიაში”. მასკარადი არის საზოგადოების თვითგამოხატვის გზა. მისი მიზანია ანახოს ყველას, რომ უნდა შეგეძლოს ჩაიცვა ის, რისი ჩაცმაც გსურს. აქტივიზმში 20,000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო, ხოლო ინფორმაცია მედიის საშუალებით 22მლნ ადამიანზე გავრცელდა, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. კამპანიის ციფრულ კომუნიკაციაზე Hjaltelin Stahl, Denmark-მა იმუშავა.

 

სტარტაპი, რომელიც ბავშვების ნახატებს სამკაულებად აქცევს – მოგონებების მატერიალიზების გზა „დროის კაფსულასგან“

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზული შოუთი გაიხსნება