სექტემბრის შუა რიცხვებიდან „დანიური სახლის“ ინტერნეტ მაღაზია ამოქმედდება. კომპანიის პროექტების განვითარების მენეჯერი თორნიკე ჭყონია ამბობს, რომ საქართველოში ონლაინ ვაჭრობაზე და შესაბამისად, მათი პროდუქციის ინტერნეტში წარმოჩენაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.
თორნიკე ჭყონია: ჩვენ ვხედავთ მომავლს ინტერნეტით ვაჭრობაში. გვინდა, თავიდანვე აქტიურები ვიყოთ და მომხმარებლს კომფორტი შევუქმნათ. ყოველდღიურად ვიღებთ წერილებს და ზარებს რეგიონებიდან. სურთ, ჰქონდეთ ჩვენი პროდუქციის შეძენის მარტივი საშუალება. ფილიალების გახსნამდე, ვფიქრობთ, ეს სერვისი სასიამოვნო სიახლე იქნება მათთვის.
M: ონლაინ მაღაზიაში ყველაფერი იქნება, რაც „დანიურ სახლში“ იყიდება?
ამ ეტაპზე ვებ გვერდზე წარმოდგენილია ჩვენი პროდუქციის გარკვეული ნაწილი. ყოველდღიურად ვანახლებთ, ვაფართოვებთ ასორტიმენტს და ვგეგმავთ, ინტერნეტ მაღაზიაში „დანიურ სახლში“ არსებული სრული პროდუქცია განვათავსოთ.
M: ალბათ, ადგილზე მიტანის სერვისსაც შესთავაზებთ მომხმარებლებს. მყიდველები სასურველ მისამართზე შენაძენს მხოლოდ თბილისში მიიღებენ თუ საქართველოს მასშტაბით ?
მომხმარებელი, რომელიც ჩვენთან შეიძენს პროდუქტს, ავტომატურად ჩაერთვება ადგილზე მიტანის სერვისში. ჩვენი კურიერები შენაძენს 2 დღის ვადაში მიუტანენ. დასაწყისისთვის, ადგილზე მიტანის სერვისი, იმოქმედებს მხოლოდ თბილისსა და რუსთავში. შემდეგ, აუცილებლად, დაემატება სხვა ქალაქებიც.
M: რაიმე უპირატესობა ექნებათ მათ, ვინც ინტერნეტ მაღაზიის სერვისით ისარგებლებს?
მხოლოდ ონლაინ მომხმარებლისთვის დავნერგეთ ქულების დაგროვების სისტემა. პროდუქციის შეძენის შემდეგ, მყიდველს ერიცხება ქულების ის რაოდენობა, რამდენი ლარიც დახარჯა ჩვენ ინტერნეტ მაღაზიაში. ქულების გამოყენება შესაძლებელია ვებ გვერდზე, სპეციალურ კატეგორიაში ”ქულების მაღაზია”, სადაც წარმოდგენილია პროდუქციის ასორტიმენტი, რომლის ფასებიც ნაჩვენებია ქულებში. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გადაცვალოს ქულები საჩუქრებში.
M: ვისთვისაა სიახლე რას ელოდებით ამ სერვისისგან?
ეს სერვისი გათვლილია, როგორც ჩვენი აქტიური მომხმარებლის დამატებითი კომფორტისთვის, ასევე სხვა სეგმენტისთვის. ინტერნეტის მომხმარებელი, რომელიც არ არის „დანიური სახლის“ აქტიური სტუმარი, არ იცის რა ასორტიმენტია მაღაზიაში ან ასოცირდება მხოლოთ ავეჯთან. გარდა „ონლაინ“ გაყიდვებისა, ჩვენი მიზანია, ამ ვებ გვერდით საზოგადოებას გავაცნოთ „დანიური სახლის“ პროდუქცია, ხელი შევუწყოთ ერთგულ მომხმარებლებს პროდუქციის მარტივად არჩევაში და უფრო დეტალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ასორტიმენტი.
www.danishhouse.ge (ამ ეტაპზე მხოლოდ კატალოგია, მალე ჩაირთვება გაყიდვები)