in

Danone-ის წყლის ბოთლი ნახშირბადის გადამუშავებით შეიქმნა

Danone-მა, ვიტამინებით გაჯერებული წყლის ბრენდმა, მსოფლიოში პირველი Carbon Smart კონცეფციის ბოთლი გამოუშვა. იდეის სრულყოფაში კი მას სკანდინავიური სამომხმარებლო სააგენტო Everland დაეხმარა — სწორედ მან იზრუნა ბოთლის ვიზუალურ მხარეზე.

მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით, კომპანია ნახშირბადს ამუშავებს და Carbon Smart კონცეფციის ბოთლისთვის განკუთვნილ მასალად აქცევს — შედეგად, ყოველი ასეთი ბოთლისთვის 6 გრამი ნახშირბადის გადამუშავება ხდება. მთელი იდეა და მისი ვიზუალიზაცია Danone-ის ერთგულებას გამოხატავს უკეთესი გარემოსა და ტექნოლოგიური მიღწევებისადმი.

ღრუბლის დიზაინის ბოთლი

აღნიშნულმა კომპანიებმა კონცეფციისა და ტექნოლოგიის გადაცემის სხვადასხვა გზა გამოიკვლიეს. ისინი ერთად ჩასწვდნენ „ჰაერის დაჭერის საკითხს“ ისეთი ობიექტების გამოყენებით, როგორიცაა ცა, ბუშტები და სხვ. გამარტივებული დიზაინი კი უშუალოდ ცის გრადაციებს დაუკავშირეს. ამასთან, მიღებული CO2-ის ოდენობიდან გამომდინარე, მცირედით იცვლება თითოეული ბოთლის გარეგნობა. ეს ვარიაცია თითოეულ ბოთლს უნიკალურს ხდის და უფრო დიდ შთაბეჭდილებასაც ტოვებს თაროებზე განთავსებისას.

Burberry – ისტორია, რომლის ბედიც ინგლისის ამინდებმა გადაწყვიტა

Lamborghini ექსპერიმენტულ სუპერ მანქანას რეალობად აქცევს!