9
ნოე
2018

DANS MA BULLE – „ქარვენის“ ახალი არომატი

9 ნოე 2018

2018 წელს, Carven-ის ბრენდი ახალი არომატით DANS MA BULLE გამოჩნდა ბაზარზე. არომატი თანამედროვე, მოდის მიმდევარი გოგონებისთვის შეიქმნა.

bog qulebi2
Bog Xelfasi mob

ისინი თანამედროვეები, თავისუფლები და ცნობისმოყვარეები არიან. კარგად იციან, როგორ გადალახონ სირთულეები და საფრთხეები. მათ შექმნილი აქვთ საკუთარი სამყარო, საკუთარი იმიჯით, რომელიც შედგება ძლიერი მეგობრობის, სოლიდარობისა და გაზიარებული გამოცდილებებისგან, – Carven.

სუნამოს არომატზე სამმა პარფიუმერმა იმუშავა: Patricia Choux, Violaine Collas და Véronique Nyberg of MANE. მათ სურდათ, ზედა ნოტები ყოფილიყო გრილი და შუშხუნა.

Litchi Rose Jungle Essence™, ნატურალური ინგრედიენტებით შექმნილი ექსკლუზიური ფორმულა, ხილოვან-ყვავილოვანი სურნელით: ყვავილოვანი, პუდროვანი, აღმოსავლური სურნელი.
გრილი ნოტები: ლიჩი და ვარდის ესენცია, პეონი.
ყვავილოვანი და ქალური ნოტები: დაშაქრული ნუში, ჰელიოტროპი, ჟასმინი.
მგრძნობიარე და მაცდუნებელი საბაზისო ნოტები: ვანილი, სანდალოზი, პაჩული.

Carven-ის არომატები ყოველთვის უკავშირდება ბრენდის მოდასა და მის ტენდენციებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, „ქარვენის“ მოდის სახლში ბევრი რამ შეიცვალა, რაშიც დიდი წვლილი მის სამხატვრო დირექტორს,  Serge Ruffieux-ს მიუძღვის. ის ბრენდს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.Serge Ruffieux-მა ჟენევის პრესტიჟული მოდის სახლი დაამთავრა და ისეთ ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: სონია რაკელი და კრისტიან დიორი.

იგი შესანიშნავად ახდენს თანამედროვეობის შერწყმას „ქარვენის“ მემკვიდრეობასთან, რომელიც პარიზული შიკისა და ელეგანტურობის სიმბოლოა.

[R]

განხილვა