სამხრეთ კორეის აპარატმა, სახელად Danuri, რომლის მისიასაც მთვარის შესწავლა წარმოადგენს, მრავალი საოცარი ფოტო გადაიღო. საჰაერო-კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის (KARI) მიერ ახლად გამოქვეყნებული კადრები დედამიწის ფაზებს ასახავს.
კოსმოსური ხომალდი NASA-ს მიერ დაფინანსებული ShadowCam ინსტრუმენტითაა აღჭურვილი, რომელიც მთვარის კრატერების დასათვალიერებლადაა შექმნილი. ეს უკანასკნელი 200-ჯერ მგრძნობიარეა სინათლის მიმართ, რაც განუმეორებელი კადრების აღბეჭდვის საშუალებას იძლევა. ნასას თანახმად, ShadowCam-ის მიერ შეგროვებულმა მაღალი გარჩევადობის სურათებმა, შეიძლება, მთვარის ევოლუციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს.

რაც შეეხება დედამიწის გამოსახულებებს, ერთ ფოტოში პლანეტის 9 კადრია გაერთიანებული, როგორც მისი სხვადასხვა ფაზის ამსახველი. ამისათვის Danuri ჩვენს პლანეტას გარკვეული პერიოდით აკვირდებოდა.












