in

„Starcom Georgia-მ გამომიცხადა ნდობა, რომელიც უკვე 12 წელია გრძელდება“ – დარინა ჭიხვარია

მიუხედავად იმისა რომ სკოლაში მათემატიკა საერთოდ არ მომწონდა, ზოგადად, ძალიან მიყვარდა ლოგიკური ამოცანების ამოხსნა და რთულ ვითარებაში გამოსავალის ძიება. პროფესიული არჩევანიც ამან განაპირობა. მიმაჩნია რომ ბუღალტერია და მთლიანობაში, ფინანსებთან მუშაობაც სწორედ ეგ არის – შეაგროვო ინფორმაცია ფაზლივით და შეეცადო ისე დაალაგო, რომ სრული სურათი დაინახო.

რაოდენ სახალისოდაც არ უნდა ჟღერდეს, თავდაპირველად სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ამ სფეროში, და მისმა მრავალფეროვნებამ გამოიწვია ჩემი დაინტერესება, ისევე როგორც ბუნებაში არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, ამალოგიურადაა კომპანიების შემთხვევაშიც, ყოველი ორგანიზაცია ცალკეული პიროვნებაა და თავის ისტორიას წერს ან უკვე აქვს.

როდესაც Starcom Georgia-ში ვიწყებდი სამსახურს, მცირე გამოცდილება მქონდა. მოიხედავად ამისა, კომპანიამ გამომიცხადა ნდობა, რომელიც უკვე 12 წელია გრძელდება.

„სთარქომმა“ მომცა უდიდესი გამოცდილება თავისი მრავალფეროვნებით, გლობალურ ბრენდებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობით, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი იქონია, როგორც ჩემს პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაში.

მთავარი ღირებულება, რამაც კომპანიასთან თანამშრომლობა გადამაწყვეტინა არის ნდობა, ინოვაციებისკენ სწრაფვა და არაჩვეულებრივი გუნდურად მუშაობის უნარი, რაც ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია კომპანიისა თუ თანამშრომლის განვითარებისთვის. რამდენად სწრაფადაც მიყვება „სთარქომი“ ცხოვრებისეულ თუ ინოვაციურ დინებებს, მით უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება თავისი თანამშრომლების კვალიფიკაციაც. ამის ერთ-ერთი მაგალითი მეც ვარ. იქედან გამომდინარე, „სთარქომი“ არის საერთაშორისო კომპანია, საქართველოში ესტონური მოდელი მოდელის დანერგვისა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადების ვალდებულებამდე, ჩვენ ჯერ კიდეც, 2011 წლიდან ვმუშაობდით IFRS-ის სტანდარტის მიხედვით. ადვილი მისახვედრია, თუ რამდენად წინ ვიყავით ქვეყანაში არსებულ სტანდარტებთან.

ამ დროისათვის, გახლავართ „სთარქომის“ ფინანსური მენეჯერი. შესაბამისად, ვუძღვები ყველა ფინანსურ ოპერაციას, რაც არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა.

დარინა ჭიხვარია –  „სთარქომ საქართველოს“ ფინანსური მენეჯერი.

#ჩვენიანი – ლიბერთის ახალი კონცეფცია

როგორ ვებრძოლოთ „შინაგან კრიტიკოსს″?