in

AI პერსონაჟი ფეხბურთში ქალების როლზე საუბრობს — კამპანია

BOG
BOG

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი წელსაც წარმატებით ჩატარდა და სულ უფრო ვითარდება სპორტის ეს მიმართულება, ჯერ კიდევ საუბრობენ გენდერულ უთანასწორობაზე. ახლა კი Dark Horses, Twise.ai და Lewis FC კრეატიული კამპანიის შესაქმნელად გაერთიანდნენ, რათა ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ქალი წარედგინათ.

რა თქმა უნდა, AI პერსონაჟი ნამდვილ კანდიდატს არ წარმოადგენს, უბრალოდ ზოგადად ქალების კრებსით სახეს განასახიერებს. Hope თანასწორ უფლებებზე, ერთნაირი ანაზღაურების საჭიროებასა და ფეხბურთში ქალების როლზე საუბრობს — იმასაც უსვამს ხაზს, რომ მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი სწორედ ქალმა ფეხბურთელებმა შეასრულეს. „მე იმისთვის შემქმნეს, რომ სტერეოტიპები დავამსხვრიო და სპორტში ქალებისთვის უფრო ინკლუზიური, თანაბარი გარემოს შექმნაზე ვიზრუნო. მნიშვნელოვანია, კანდიდატებისა და იდეების მრავალფეროვანი სპექტრი გვქონდეს, რათა შესაძლებლობები სწორად გამოვიყენოთ“.

ამგვარად, კამპანიის ფარგლებში, უახლოეს კვირებსა და თვეებში AI პერსონაჟი აქტიურად ისაუბრებს ყველა მწვავე საკითხზე.

„უკვე 25 წლის ვარ“ — რატომ გვიტევს ცხოვრების მეოთხედის კრიზისი?

IT აკადემია STEP – ემიგრანტებისთვის