in ,

როგორ ჩავრთოთ Dark Mode Windows 10-ზე

Android-ისა თუ iOS ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებში ხშირად ვიყენებთ ღამის რეჟიმს, ე.წ. Dark mode-ს. ეს საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქციაა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ეკრანთან დიდ დროს ატარებს. ღამის რეჟიმის ჩართვით ვამცირებთ იმ თეთრი სინათლის რაოდენობას, რომელსაც ჩვენი თვალი აღიქვამს. ეკრანის ჩვეულებრივი რეჟიმით, მასთან ხანგრძლივი მუშაობის შემთხვევაში, ეს მინიმუმ თვალების გადაღლას, მაქსიმუმ გარკვეულ პათოლოგიებს იწვევს.

შესაძლოა, სმარტფონებში ღამის რეჟიმს ხშირად ვიყენებთ, თუმცა, ლეპტოპებსა თუ კომპიუტერებში ზუსტად არ ვიცით, როგორ ჩავრთოთ ის. მიუხედავად იმისა, რომ Windows 10-ს წლებია ეს ფუნქცია აქვს, ცოტამ თუ იცის მის შესახებ. ამიტომ, Windows 10-ის მომხმარებლებს გთავაზობთ პატარა გზამკვლევს თქვენს მოწყობილობაზე ღამის რეჟიმის ჩასართველად. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ აპლიკაციებს/პროგრამებს, რომელსაც ვინდოუსზე იყენებთ, საკუთარი ღამის რეჟიმი აქვს და მათი ჩართვა ცალკე მოგიწევთ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ღამის რეჟიმი დამზოგველია არამხოლოდ თქვენი თვალებისთვის, არამედ ლეპტოპის ელემენტისთვისაც.

1. დააჭირეთ Start-ს და გადადით Settings-ებში;
2. დააჭირეთ Personalization-ს;

3. მარცხენა ჩამონათვალში, რომელსაც ქვემოთ, სქრინის სახით ხედავთ, აირჩიეთ Colors

4. ოდნავ ჩამოსქროლეთ და დაინახავთ Choose your default app mode-ს, რომლის ვარიანტებიდანაც, თუ ღამის რეჟიმის ჩართვა გინდათ, უნდა დააწვეთ Dark-ს.

„სინერჯი კაპიტალი“ 4-დღიან სამუშაო რეჟიმზე გადადის

რატომ უნდა დავარეგისტრიროთ ბრენდი TikTok-ზე?! – მარიამ ფერიშვილი