in

„Dark Side Of The Moon“-ის 50 წლის იუბილე და ალბომის ახალი დიზაინი

„თვალსა და ხელს შუა“ ნახევარი საუკუნე გავიდა Pink Floyd-ის საკულტო ალბომის გამოშვებიდან. დიზაინ სააგენტო Pentagram-მა კი ამასთან დაკავშირებით, Dark Side Of The Moon-ის განახლებული ვიზუალი შექმნა, როგორც თანამედროვეობას მორგებული ნიმუში.

BOG
BOG

გულწრფელად რომ ვთქვათ, ჯგუფმა დიდი როლი ითამაშა მუსიკის ვიზუალურ ისტორიაში — ალბომის ახალ გარეკანზეც სამკუთხა პრიზმაში შემავალი სხივია გამოსახული, რადგან ამის გარეშე მთელი ავთენტურობა დაიკარგებოდა. თანაც, ეს ვიზუალი Pink Floyd-ისთვის იმდენად განუყოფელ, იდენტობის ნაწილად იქცა, რომ სტუდიას გარეკანზე არც კი დაუტანია ჯგუფის სახელი. როგორც ამბობენ, სიტყვები ზედმეტი იქნებოდა იმისთვის, რაც ისედაც ნათელი და აშკარაა.

შეზღუდული გამოშვების შეფუთვა მოიცავს CD-ის, ვინილსა და DVD-ის. უშუალოდ ყუთის შესაქმნელად კი სხვადასხვა მასალა გამოიყენეს, ფენების წყება ჯერ შავით იწყება, შემდეგ კი ოქროსფრით მთავრდება. ცხადია, რამდენიმე ყუთის გაერთიანება ტექნიკურად რთული იყო, რათა იდეალურად მოთავსებულიყო ერთმანეთში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ის შედეგი მიიღეს, რომელიც უნდოდათ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებს

მარტი კუპერის ვარაუდით, მომავალში ტელეფონებს კანქვეშ ჩაგვინერგავენ