მათთვის ვისაც დიზაინისა და ანიმაციის სფერო აინტერესებთ, არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს!
დიზაინისა და ანიმაციის მიმართულებით მომუშავე, ინდუსტრიის წამყვანმა სტუდიებმა – „ჰოლი მოტორსმა”, „ანიმატორმა” და „გარნამატაკმა”, ძალები გააერთინეს და შექმნეს ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა – დიზაინის და ანიმაციის სკოლა, „დასი”.
„დასი’’ ყველა იმ საჭირო ცოდნასა და უნარს აერთიანებს, რომელიც დიზაინის და ანიმაციის სფეროში დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში დაგეხმარებათ. რაც მთავარია, კურსები მთლიანად პრაქტიკული ცოდნის მიღებაზეა ორიენტირებული და გონივრულ ვადებში, პროფესიონალი არტისტების მომზადებას ითვალისწინებს. „დასის” სივრცეში აღმოაჩენთ ისეთ კურსებს როგორებიცაა: შემოქმედებითი ვებ დიზაინი, ბრენდის ვიზუალური კომუნიკაცია, 2D მოუშენ დიზაინი, 3D გრაფიკის საწყისებისა და ექსპერტის კურსები, 3D ანიმაცია, კომპოზიტი, 2D ანიმაცია, ანიმაციის ვიზუალური განვითარება და კადრირება კინოსა და რეკლამაში.
„დასის” შემქმნელები შემოქმედებით ინდუსტრიაში მრავალი წელია მოღვაწეობენ და კარგად ესმით რა არის საჭირო მოკლე დროში სრულფასოვანი პროფესიონალის ჩამოსაყალიბებლად. მათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება პრაქტიკულ კურსებად აქციეს და ერთ სივრცეში გააერთიანეს, სადაც თქვენთვის სასურველი მიმართულების სწავლა პირდაპირ იმ ადამიანებისგან შეგიძლიათ, რომლებიც ამ ინდუსტრიაში ამინდს ქმნიან.
უნდა აღინიშნოს, რომ დასის მიზნები და კონცეფცია სცდება მხოლოდ საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნას, რადგან დამფუძნებელი სტუდიები თავად წარმოადგენენ კერძო სექტორსაც. ისინი, როგორც დამსაქმებლები, კვალიფიციური ადამიანური რესურსის ნაკლებობის წინაშე დგანან, რის გამოც ხშირად უწევთ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებზე უარის თქმა. სწორედ ეს გამოწვევა იქცა მოტივაციად, რამაც ერთი მიზნისკენ გააერთიანა სტუდიები, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ფართო საზოგადოებას გაუზიარონ და შემოქმედებითი ინდუსტრიაც, როგორც სფერო, ქვეყანაში გააძლიერონ.
შემოქმედებითი ინდუსტრია, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა და სფეროს კვალიფიციური წარმომადგენლები მუდმივად მოთხოვნადი სპეციალისტები არიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ბაზარზე. პროფესიები, რომელთა დაუფლებასაც დასში შეძლებთ, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და პერსპექტიულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოებისთვის ბევრი ასეთი პროფესია დღემდე უცხოდ რჩება. დასის მიზანია, მაქსიმალურად მიაწვდინოს ხმა ადამიანებს, ასწავლოს მათ მეტი შემოქმედებითი პროფესიების შესახებ და გააჩინოს მეტი შესაძლებლობა, რომელზეც შეიძლება ყველას უოცნებია.
დასის დაფუძნება ერთგვარი მისია და სოციალური პასუხისმგებლობაცაა, რათა გაიზარდოს ცნობიერება იმ პროფესიების მიმართ, რომლებიც შემოქმედებით ინდუსტრიაშია. ამასთან, გაჩნდეს სათანადო კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი და გაძლიერდეს დასაქმების ბაზარი.
სასურველი კურსების შეძენას და მათზე დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებთ ვებგვერდზე. აქვე გიზიარებთ სკოლის საიმიჯო ვიდეოს, რომელზეც დასის მენტორებმა იმუშავეს და 2D/3D ანიმაციის საინტერესო სინთეზს გვთავაზობს.
[R]