in

დეა კულუმბეგაშვილის “დასაწყისი” ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელია

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელია.

BOG
BOG

დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ მიმდინარეობდა და მას ტრიესტეს კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები – ნიკოლეტა რომეო და ფაბრიციო გროზოლი უძღვებოდნენ. ფესტივალის მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის წარადგინა ჟიურის წევრმა პაოლო ბერტოლინმა, რის შემდეგაც დაჯილდოვების ცერემონიას თბილისიდან ონლაინ შეუერთდა დეა კულუმბეგაშვილი.

“დასაწყისი” დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შეირჩა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, თუმცა “დასაწყისი” მოგვიანებით კანში მაინც აჩვენეს ფესტივალის სპეციალური გამოშვების ფარგლებში.

“ავერსი-რაციონალი” – “პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი მოიპოვა“

ქართველი მუსიკოსი Creams სადებიუტო EP-ს აქვეყნებს