in

ნახეთ: დასაკეცი OLED ეკრანი, რომელსაც ხელჩანთის მსგავსი დიზაინი აქვს

ინდუსტრიულმა დიზაინერმა მოქნილობის საზღვრები გადალახა!

დასაკეცი სმარტფონი და გასაშლელი ტელევიზორი უკვე მოძველებულად ითვლება – სწორედ ინოვაციების ხილვის მუდმივი სურვილი გვაიძულებს, ყოველთვის რაღაც ახალი ვეძიოთ… სწორედ ამ სურვილის მეშვეობით გადალახა მოქნილობის საზღვრები ინდუსტრიულმა  დიზაინერმა, სახელად კევინ ჩიამი – მის მიერ შემუშავებული LG-ის პორტატიული OLED ეკრანის, ტარება ჩანთასავით შეგეძლებათ.

Liffit
Liffit

ისეთი კომპანიები, როგორებიცაა LG, TCL, Royole და სხვ., აქტიურად ატარებენ მოძრავი და დასაკეცი ეკრანების შემუშავების ექსპერიმენტებს. მართალია, კევინის კონცეფცია უშუალოდ LG-ისთვის გაქვს გათვლილი, თუმცა ეს დომეინი უფრო საინტერესო პროგრამების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. ის “ურბანულ მომთაბარეებზეა” გათვლილი, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ და ყოველთვის გადაადგილდებიან ერთი ადგილიდან მეორეზე.

მოწყობილობა, სახელად Folio კონცეპტუალურ ეკრანს წარმოადგენს და მოქმედებს, როგორც მოდულური გასართობი სისტემა. LG-ის ძალიან თხელი, მოქნილი 32 ინჩიანი OLED ეკრანი ტყავის ბაზაზეა მოთავსებული და მისი შუაზე გადაკეცვაა შესაძლებელი.

ეკრანი თავისი ფუნქციებით სრულყოფილია – მისი გამოყენება მომხმარებლებს გასართობად, სათამაშოდ ან თუნდაც ციფრული ინფორმაციისა და ნამუშევრების დასათვალიერებლად შეეძლებათ. გარდა ამისა, “სახელურები”, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში სატარებელ ფუნქციას ითავსებს, შეიძლება გამოყენებულ იქნას დინამიკების, კამერების და სხვა აქსესუარების ეკრანთან დასაკავშირებლად.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისათვის სახელის დარქმევის უფლება იყიდება

Mymarket სრულად განახლდა