სასუსნავების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანიამ Koike-ya „დასალევი“ ჩიპსი შექმნა. შემწვარი კარტოფილის ნაჭრები ისეთი ზომისაა, რომ ჩიპსის ჭამის დროს, ადამიანს ორივე ხელის გამოყენება აღარ სჭირდება და ერთი ხელით „სვამს“.
იაპონიამ – ტექნოლოგიებთან ყველაზე მეგობრულმა კომპანიამ ამით ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემა გადაჭრა, რომლებსაც იმის დრო არ აქვთ, რომ თან ჭამონ და თან ტელეფონით საქმეები მოაგვარონ, ან უბრალოდ, ისეთებისთვისაც, რომლებსაც არ უყვართ ხელების ჩიპსით დასვრა. 










