in

როგორ შევქმნათ დასამახსოვრებელი ლოგო?

ლოგო ბრენდინგის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია — მყისიერ კავშირს ამყარებს საზოგადოებასთან და ადამიანებს ბრენდის ხასიათის, იდენტობის თუ ღირებულებების შესახებ ვიზუალურად ამცნობს. ამის გათვალისწინებით, დაუშვებელია ცუდად შესრულებული ლოგოს გამოყენება, რადგან ასე პირველი შეხების წერტილი წარუმატებელი იქნება.

სტატიაში კი იმ ფაქტორებს გაგიზიარებთ, რაც ლოგოზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ლოგო მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება დასამახსოვრებელი, თუ სწორი მარკეტინგი მუშაობს — ემბლემა ყველგან უნდა იყოს, დაწყებული ბრენდის ვებგვერდით, დასრულებული პროდუქტით, სოციალური ქსელებითა და სარეკლამო კამპანიებით.

რა ახსოვს მომხმარებელს?

რა თქმა უნდა, ყველა დიზაინერი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს საქმეს, უბრალოდ, მომხმარებლის მეხსიერების გათვალისწინებაც აუცილებელია. ადამიანები კი ძირითადად ამ ელემენტებს იმახსოვრებენ:

  • ფერი;
  • ფორმა;
  • იდეა;
  • ხელმისაწვდომობა;
  • ემოციური რეაქცია;
  • მოლოდინები.

ვიზუალთან ერთად, ის, რაც ვიზუალურ ობიექტს ნამდვილად დასამახსოვრებელს ხდის, არის იდეა. შესაბამისად, დრო, რომელსაც სწორი იდეის პოვნას უთმობთ, არასდროსაა ფუჭად დაკარგული…

იფიქრე და დაიწყე სწორად

ლოგოს მთავარი მიზანი ბიზნესის ან პროდუქტის იდენტიფიცირებაა, რაც კრეატიულობის პარალელურად სულ უნდა გახსოვდეთ. ასე ვთქვათ, ერთგვარი „ხატი“ უნდა შექმნათ ბრენდისთვის — ორიგინალური, მაგრამ ცნობადი. შესაძლოა, დახვეწილი აბსტრაქციები ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ არაფერს გვეუბნებოდეს კონკრეტულ კომპანიაზე. ამასთან, არც მეტისმეტად აშკარა სიმბოლოებია კარგი, რადგან ნაკლებად დასამახსოვრებელი ხდება.

მეტი ფიქრი, ნაკლები დიზაინი

კარგი დიზაინი გონებიდან იწყება. საუკეთესო შედეგების მისაღებად, დაიწყეთ ბრენდის, პროდუქტის, კონკურენტების თუ სამიზნე აუდიტორიის შესახებ არსებული ყველა ინფორმაციის შეგროვებით და ანალიზით. მსგავსი კომპანიები ხშირად აკოპირებენ იდეებს, ამიტომ ლოგიკური იქნება მათი შესწავლა.

გაითვალისწინეთ კონტექსტი

ლოგო ვაკუუმში არ არსებობს, არამედ ბრენდის მიერ გაცემული ვიზუალური და გონებრივი გზავნილის ნაწილია. ამიტომაც, უნდა შეესაბამებოდეს კორპორატიულ სტილს, ასახავდეს ბრენდის არსს და იდენტობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის დასამახსოვრებლობას ვერ უზრუნველყოფთ — ლოგო მთლიანის ორგანული ნაწილი უნდა იყოს…

ხარისხის უზრუნველყოფა

ხარისხიანი დიზაინი ხარისხიანი პროდუქტის ასოციაციას აძლიერებს. მომხმარებელი ავტომატურად აკავშირებს კარგ დიზაინს კარგ პროდუქტთან, თუნდაც ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. გახსოვდეთ, რაც უფრო მიმზიდველი და პროფესიონალურია ვიზუალური იდენტობა, მით უფრო ენდობა ხალხი პროდუქტს.

რა ხდება პირველად ბათუმში?

აი, როგორ მუშაობს კრეატივ დირექტორი