in

დასამალი არაფერია

ხანდახან უბრალოდ გსურს, რომ უჩინარი იყო. ვერც სხვები გამჩნევდნენ და ვერც საკუთარ თავს ხედავდე. ამას ყველაზე კარგად ის მოზარდები გაიგებენ, ვისაც აკნე აწუხებს.

გარდატეხის ასაკი ისედაც უამრავ ემოციურ ქარტეხილს უკავშირდება: საკუთარი თავის ძიებას, დაკარგვასა და კვლავ აღმოჩენას, ხოლო როდესაც ამ ყველაფერს აკნეც ემატება, რეალობა კიდევ უფრო რთულდება.

მოზარდებს, რომლებიც კანის პრობლემებს ებრძვიან, ურთულდებათ სოციუმში თავისუფლად არსებობა. ჩნდება მუდმივი შფოთვა, აკვიატებული განცდა, რომ ქუჩაში, ტრანსპორტში თუ სამეგობროში ყველას თვალი მხოლოდ მათი სახისკენ, მათი ნაკლოვანებებისკენაა მიპყრობილი. მთავარი ტკივილი კი მაშინ იწყება, როცა ვინმე რჩევის მოცემას ან კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტს… ასეთებს ხომ ხშირად შეხვდებით, თან რომ გასწავლიან, თან რომ გაკრიტიკებენ და უნებლიედ გულს გტკენენ… ვისაც აკნე არ ჰქონია, ალბათ ვერასდროს გაიგებს, რას ნიშნავს, როცა სარკეში იყურები და საკუთარ თავს ვერ ხედავ.

არადა, სინამდვილეში დასამალი არაფერია – აკნე დროებითი მდგომარეობაა და ის შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს.

სტატისტიკის თანახმად, მოზარდების 80%-ზე მეტს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აწუხებს აკნე – ეს ნიშნავს, რომ შენ მარტო არ ხარ. 

სამედიცინო თვალსაზრისით, ეს ჩვეულებრივი დერმატოლოგიური პროცესია, რომელსაც ჰორმონალური ცვლილებები, გენეტიკური განწყობა, ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი აქტივობა და ფორების დახშობა იწვევს. ეს არ არის ჰიგიენის ნაკლებობა და არც შოკოლადის ჭამის ბრალია.

რადგან 1-ელი სექტემბერი აკნეს პოზიტიურობის საერთაშორისო დღეა და ეს თვე სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება, კლინიკა კანმა გადაწყვიტა, მოზარდების ყველაზე გულწრფელი, დაფარული ფიქრები ერთ ვიდეორგოლში გაეერთიანებინა. 

მიზანი ერთი იყო – დაებრუნებინა თავდაჯერებულობა მათთვის, ვინც აკნეს ებრძვის და, მეორე მხრივ, საზოგადოების დანარჩენ ნაწილში მეტი ემპათია გაეჩინა.

დღევანდელი რეალობა ასე გამოიყურება: კლინიკა კანში უამრავი მოზარდი მკურნალობს, რომლებსაც ერთი პრობლემა აერთიანებთ, მათი 80% რადიკალურად ცვლის ყოველდღიურ ჩვევებს აკნეს დასამალად: უარს ამბობს ფოტოების გადაღებაზე, სხვადასხვა მეთოდით ცდილობს სახის დაფარვას (მაკიაჟით, თმით თუ კაპიუშონით) ერიდება მეგობრებთან შეხვედრას თუ სხვა სოციალურ აქტივობებში ჩართვას. 

„ჩვენი გზავნილი მარტივია – დასამალი არაფერია!“

აკნე არ განსაზღვრავს შენს პიროვნებას.

 

[R]

„თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

Acer-მა IFA 2026-ზე თავისი ყველაზე ფართო პროდუქციის ხაზი წარადგინა და საუკუნოვანი ბრენდი Packard Bell აღადგინა