in

წარმოიდგინეთ სამსახურში დასაქმება რეზიუმეს გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ უმუშევართა რეკორდული მაჩვენებელი მოგვცა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად დამსაქმებლები, არაკვალიფიციური ან პროფესიის საწყის ეტაპზე მყოფი თანამშრომლების აყვანისას, ახალ გამოწვევებს გადააწყდებიან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

აღსანიშნია, რომ ბიზნესის ლიდერებზე დიდი ზეწოლა ხორციელდება იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც თანამშრომლის ყოველგვარ შემოწმებას მოითხოვს – დაწყებული რეზიუმედან, დასრულებული მისი იურიდიული წარსულით. ეს თავის მხრივ, გარკვეულ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ერთი ტიპის გადაწყვეტილება ყველა კომპანიისთვის მისაღები და გამოსადეგი იყოს, თუმცა “ღია დაქირავების” კონცეფცია, სავარაუდოდ, ბევრი ბიზნესმენის არჩევანი გახდება. ეს ინოვაციური და ამასთანავე პარადოქსული სტრატეგიაა, რომელიც თანამშრომლების აყვანას ყოველგვარი რეზიუმისა თუ რიგი შემოწმებების გარეშე გულისხმობს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, მსგავსი სტრატეგიის გამოყენება ეფექტური იქნება ისეთი ინდუსტრიებისთვის, რომლებიც “წინა ფრონტის ხაზს” ეყრდნობიან – წარმოება, დისტრიბუცია, საცალო ვაჭრობა და კვების მომსახურება. ხოლო როცა საქმე განათლებას, ჯანდაცვას, მთავრობასა და ფინანსებს ეხება, “ღია დაქირავება” დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

ეს მიდგომა კომპანიებს საშუალებას აძლევს, შექმნან უფრო მდგრადი ბიზნესი და გაუმკლავდნენ ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ გამოწვევას – ეკონომიკური შესაძლებლობების მიწოდება ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად “უსაქმურებად” მიიჩნევიან. მაგალითად, 1982 წლიდან Greyston Bakery-ის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა აღნიშნული სტატეგიის (არ არის საჭირო რეზიუმე, გასაუბრება, ფონის შემოწმება ან ნარკოლოგიური შემოწმება) გამოყენებამ. ახლა კი მისი წარმომადგენლები უკვე სხვა კომპანიებს ეხმარებიან “ღია დაქირავების” სტრატეგიის ეფექტურად გამოყენებაში.

საერთაშორისო კოსმეტიკური კომპანია, The Body Shop ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელმაც “ღია დაქირავების” სტრატეგიის დანერგვა გადაწყვიტა. 2019 წლის ბოლოს ღია დაქირავების მიდგომის გათვალისწინებით, დამსაქმებლებმა ხალხს მხოლოდ სამი კითხვა დაუსვეს:

1) ლეგალურად გაქვთ თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის უფლება?

2) შეგიძლიათ, ფეხზე 8 საათის განმავლობაში იდგეთ?

3) შეგიძლიათ, აწიოთ 50 ფუტამდე სიმძიმის ტვირთი?

შედეგად კი, კომპანიამ შეძლო, სწრაფად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე მიეღო ახალი თანამშრომლები.

თუ თქვენ გადაწყვეტთ, ღია დაქირავების სტატეგიის თქვენს კომპანიაში დანერგვასა და გამოყენებას, წაიკითხეთ აქ მოცემული ოთხი გასაღები, რომლებიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად:

დააკავშირეთ ღია დაქირავება კომპანიის მისიასთან

”თქვენ უნდა იყოთ მგზნებარე და დაჟინებული. მე არ ვაპირებდი ამ იდეის უარყოფას. ეს არის ის, რასაც უნდა ვაკეთებდეთ ჩვენი ბიზნესისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს გვაძლევს მიზანს, ვიარსებოთ უფრო ლამაზი სამყაროსთვის.” – ტრიშ პატონი, The Body Shop-ის HR ვიცე-პრეზიდენტმა. როგორც ნებისმიერი სტრატეგიის შემთხვევაში, ღია დაქირავების სარგებელი უნდა უკავშირდებოდეს თქვენს ბიზნეს საჭიროებებს. შეუძლებელია, ყველაფერს სრულყოფილი სახე მისცეთ, უბრალოდ გა,უდმებით შეიტანეთ დადებითი ცვლილებები.

ისარგებლეთ შიდა შესყიდვით

ბუნებრივია, თუ თქვენი ამჟამინდელი თანამშრომლები უნდობლობას გამოთქვამენ მსგავსი მიდგომისადმი. ამიტომ, აუცილებელია, ესაუბროთ მათ და გამართოთ ნაყოფიერი დიალოგი. The Body Shop-ში ამის მისაღწევად, ღია დაქირავების ინიციატივის სპონსორები კორპორაციულ ხელმძღვანელობას, სადისტრიბუციო ცენტრის მენეჯერებს, ზედამხედველებს და იმჟამინდელ თანამშრომლებს შეხვდნენ, რათა მკაფიოდ წარედგინათ თავიანთი გეგმა და მოსალოდნელი სარგებელი.

გააძლიერეთ ანგარიშვალდებულება

“ღია დაქირავება არ ნიშნავს ანგარიშვალდებულებას. უსაფრთხოება და პროფესიული სტანდარტები აუცილებლად უნდა იყოს დაცული და გახსოვდეთ, ეს სამუშაო არ არის დაპირება. ეს შესაძლებლობაა” – ამბობს ჯო კენერი, Greyston Bakery-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ღია დაქირავების წარმატებით განსახორციელებლად, ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მკაფიო, თანმიმდევრული ანგარიშვალდებულების სისტემა. მაგრამ ეს უნდა იქნას გამოყენებული ისე, რომ საშუალება გვქონდეს, დავინახოთ, რა უქმნის თანამშრომელს დაბრკოლებას – მაგალითად, ტრანსპორტირება, ბავშვზე ზრუნვა ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. Greyston Bakery-ის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ მისი გამოცდილებით, მუშაობის პრობლემები, როგორც წესი, გამოწვეულია თანამშრომლის დღევანდელი რეალობით და არა წარსულით…

შექმენით ეკოსისტემა, რომელიც მხარს უჭერს ყველა თანამშრომელს

Greyston Bakery-ის ლიდერებმა იციან, რომ ღია დაქირავება არ მუშაობს, თუ არ შეიქმნება ეკოსისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლების წარმატებას პროფესიულ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ იპოვოთ სხვა პარტნიორები, რომლებიც დაეხმარებიან მუშებს წარმატებული დასაქმების ბარიერების გადაჭრაში. მაგალითად, საცხობი ზრუნავს, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ ისეთი რესურსები, როგორიცაა საცხოვრებელი, ბავშვების მოვლა, ნარკომანიის კონსულტაცია ან რაც საჭიროა სამუშაოს შესანარჩუნებლად. ასევე შესაბამისი კოორდინატორები  მცხობელებს კარიერის დაგეგმვაში ან სამუშაოს ძებნაში ეხმარებიან, როდესაც მათ ახალი გამოცდილების მიღება სურთ.

წყარო: HBR



West Mood – პირველი ათ შრიანი პირბადე, რომელშიც თავისუფლად სუნთქავთ

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანული საფეხბურთო სოციალური მედიის მეფეა