in

სასტუმრო ტელეგრაფი 13 თებერვალს დასაქმების ფორუმს გამართავს

სასტუმრო ტელეგრაფი, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სასტუმროების გაერთიანების, “The Leading Hotels of the World” პირველი წევრი საქართველოში, დასაქმების ფორუმს გამართავს. ღონისძიებაზე დასწრების შემთხვევაში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 13 თებერვალს 15:00 – 18:00 საათზე სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია თბილისში შეხვდნენ სილქ ჰოსფითალითის გუნდს, გაეცნონ არსებულ ვაკანსიებსა და დასაქმების პირობებს, შეავსონ აპლიკაცია სასურველ პოზიციაზე და დატოვონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, იმისთვის, რომ მათ შემდგომ დაუკავშირდნენ გასაუბრებისთვის.

სილქ ჰოსფითალითის დღესდღეისობით საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია და აერთიანებს 20-ამდე ობიექტს, მათ შორის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდის ხუთ სასტუმროს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში. კომპანიაში დასაქმებულია 2,000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელსაც მართავს კომპანიის პროფესიონალთა გუნდი. სასტუმრო ტელეგრაფი კი სილქ ჰოსფითალითის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია.

ერთ დროს არსებული ფოსტის შენობის ისტორია კვლავ გრძელდება. დღეს გააზრებულად აღდგენილი, როგორც სასტუმრო ტელეგრაფი, სტუმრებს შესთავაზებს უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 239 მაღალი კლასის ნომერს, ქალაქის ურბანულ პეიზაჟებს, განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანს, ჯაზკლუბს, ბარს, რეგიონში პირველ, „როლინგ სტოუნის“ ლეგენდარული ბრენდის კლუბს და თანამედროვე საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზებს. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა.

სილქ ჰოსფითალითის გუნდი იწვევს ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს, შეუერთდნენ ტელეგრაფის გუნდს და გახდნენ მათი სტუმრებისთვის დაუვიწყარი მოგონებებისა და უნიკალური გამოცდილების გაზიარების მონაწილე.

 [პარტნიორის კონტენტი]

როგორ შეცვალა ჰიპ-ჰოპმა და ჰაუსმა მუსიკალური ინდუსტრია

როგორ ავარჩიოთ საუკეთესო სოციალური ქსელი 2025 წელს