ინდოეთი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და სანახაობრივად მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ, სავარაუდოდ არც თუ ისე ბევრს სმენია დასავლეთ ბენგალის შესახებ. სწორედ ამიტომ, ბენგალის ტურიზმის დეპარტამენტმა ამ ულამაზეს ადგილზე არაჩვეულებრივი ვიდეორგოლი გადაიღო.
3 წუთიანი ვიდეო დაუვიწყარ და საოცარ მოგზაურობას გვთავაზობს დედამიწის ერთ–ერთ ულამაზეს ადგილას. ახალგზარდა ტურისტი ქალბატონის თვალით დანახული კულტურა, ტრადიციები, ფერები, ადგილები, ისტორიული ძეგლები, ხალხი, მუსიკა, ცეკვა, სამოსი, სამზარეულო, – ყველაფერი ერთად წარმოუდგენლად შთამბეჭდავია.