in

DAS-ის ქართული ანიმაცია საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე დიზაინისა და ანიმაციის სკოლა (DAS) გამოჩნდა, რომელმაც სასწავლო კურსი, საკმაოდ არასტანდარტულად, ანიმაციით გაგვაცნო. სულ ახლახან კი სწორედ ამ ანიმაციით საერთაშორისო მედიების ყურადღების ცენტრში მოექცა, მათ შორისაა The Drums-ისა და Ads of the world-ის პლატფორმები, და ფართო მასებს კოლაბორაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

BOG

დეტალებს მარკეტერს დიზაინისა და ანიმაციის სკოლის დირექტორი ოთო შამუგია აცნობს:

დასის ანიმაციური ნაწარმით ვეცადეთ, გვეჩვენებინა, რეალურად, რისი სწავლაა შესაძლებელი ჩვენთან, მაგრამ ამაზე მეტად გვინდოდა გადმოგვეცა კოლაბორაციის მნიშვნელობა. მაგალითად, ერთი შეხედვით, განსხვავებული ანიმაციური ჟანრები (2D და 3D) როგორ შეიძლება არსებობდეს როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ისე თანხვედრაში. ანიმაციის 2D მიმართულება ანიმატორის ნამუშევარია, 3D კი გარნამატაკის. დასის იდენტობა ჰოლი მოტორსის შექმნილია, რაც ჩვენი ერთობის ფუნდამენტია. ჩვენც, როგორც პროფესიულ სასწავლებელს, ზუსტად ეს გვინდა — ხაზი გავუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანია კოლაბორაციის დანახვა იქ, სადაც ეს ბუნებრივად არ ჩანს ხოლმე.

რაც შეეხება საერთაშორისო მედიას, დასის ანიმაცია საფესტივალო გზას დაადგა და სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ეს ამბავიც.

ახლა კი ანიმაციაზე მოგიყვებით: ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს, ერთი 2D, მეორე კი 3D სამყაროდან. თუ  2D სტილისტურად უფრო თავნება და ქაოსურია, 3D მეტად ორგანიზებული გახლავთ. ვხედავთ, როგორ ცხოვრობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმცა, სიუჟეტი კულმინაციას მათი შეხვედრისას აღწევს და მიგვანიშნებს, რომ ანიმაციაში საზღვრები არ არსებობს. აი, შესაძლებლობები კი DAS-ს უნდა მოჰკითხოთ…

შეგახსენებთ, რომ DAS ქართული სტუდიების: ანიმატორის, ჰოლი მოტორსის და გარნამატაკის შემოქმედებითი გაერთიანებით შექმნილი სასწავლო პლატფორმაა. 

Credits:

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ნათია ნიკოლაშვილი დამდგმელი მხატვარი: ანა მარკოზაშვილი
2D ანიმაცია: ნათია ნიკოლაშვილი
ამოხატვა/გაფერადება: მანუჩარ თუმანიშვილი, ქეთევან მესხიშვილი სამხატვრო ხელმძღვანელი, 3D გარემო და დეტალები: სანდრო ტატინაშვილი 
გრაფიკა, განათება, რენდერი და კომპოზიტი: ნიკა მაისურაძე
3D პერსონაჟების და დეტალების ვიზუალური განვითარება: რენა ჩაჩანიძე, თამუნა ჩაგუნავა
3D პერსონაჟების მოდელირება, რიგინგი და ანიმაცია: ირაკლი კილაძე
3D ანიმაცია: მარიტა გიორგაძე, თამო ნებიერიძე
პროდიუსერი: ოთო შამუგია
ხმის დიზაინი და მუსიკა: ზვიად მღებრიშვილი, POSTRED
დიზაინის და ანიმაციის სკოლის ვიზუალური იდენტობა შექმნილია Holy Motors-ის მიერ

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

 

იმედი L-ის ახალი კამპანია – მომავალზე ფიქრისას უნო შეგეფერება

როგორ გავაუმჯობესოთ მომხმარებლებთან ურთიერთობა? — ექსპერტთა რჩევები