in

დასვენების ყველაზე მაცდური წინადადება საოცრად მიმზიდველ გარემოში

უძრავი ქონების სააგენტო HomeAway–მ ახალი წელი ისეთი ვიდეორგოლით დაიწყო, ნებისმიერ ადამიანს რომ მოანდომებს სამსახურის ცოტა ხნით მიტოვებას და დასასვენებლად, რომელიმე მის მიერ შემოთავაზებულ საოცარ სახლში წასვლას. თითქმის 2 წუთიანი ვიდეო ჯერ დეტალურად აღწერს დასაქმებული ადამიანების ყოველდღიურ დამღლელ დეტალებს, ხოლო შემდეგ მიმზიდველად ჩამოგითვლით ასეთ სახლებში დასვენების მთელ რიგ უპირატესობებს, რაზეც უარს ნამდვილად ვერავინ იტყვის. ამ მაცდურ რგოლზე სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi London–მა იმუშავა.

 

https://www.youtube.com/watch?v=G19cDebTd2s

ცოტა ხნით ერთფეროვანი სამსახურისგან თავის დაღწევა და მშვიდ, პირად ინტერესებზე მორგებულ გარემოში დასვენება ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

2017 წლის კანის კრეატიულ ფესტივალზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო!

შთამბეჭდავი ქორეოგრაფია და განსაკუთრებული სპორტული ხაზი Nike-ის ვიდეორგოლში