in

მონაცემებზე დაფუძნებული კონტენტის შექმნა უკეთესი ისტორიების მოსაყოლად

გსურთ თქვენი ბიზნესის კონტენტ მარკეტინგის გაუმჯობესება? სხვადასხვა ტიპის მონაცემების გამოყენება ამაში დაგეხმარებათ. ამას მარკეტინგში მონაცემებზე დაფუძნებულ სთორითელინგს ეძახიან.

რატომ უნდა გამოვიყენოთ მონაცემები სთორითელინგში? ამ კითხვაზე პასუხი ორნაირად შეგვიძლია გაგცეთ:

  1. მონაცემები მონათხრობს უფრო სანდოს ხდის;
  2. სთორითელინგი უფრო ნათელს ხდის ნებისმიერ მონაცემს და მეტ კავშირს ამყარებს მომხმარებელთან.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის იდეალური შერწყმა – მონაცემები ეხმარება სთორითელინგს, გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ხალხი თემას. ისტორიები კი გვეხმარება ციფრების უკეთ გაგებაში.

ისტორია მარკეტერებს ეხმარება რთული იდეების გადმოცემაში და მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარებაში. მონაცემების მეშვეობით ჩვენი ისტორიები იქცევა ამბებად, რომლებიც ღირს გასაზიარებლად. 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მონაცემებზე ორიენტირებული სთორითელინგი დაგეხმარებათ თქვენი მრავალი ამჟამინდელი მარკეტინგული ტაქტიკის შესრულებაში:

  • ბმულების შექმნა
  • ვირუსული მარკეტინგი
  • გაყიდვები

როგორ შევქმნათ მონაცემებზე დაფუძნებული კარგი ამბავი

კარგ ამბავს 3 ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს:

  • რელევანტურობა
  • კარგი ვიზუალური გამომხატველობა
  • სიცხადე და კავშირის დამყარების უნარი

თუ ამ ძირითად ფაქტორებს მონაცემებსაც დავუმატებთ, მთლად უკეთეს შედეგზე გავალთ.

ზოგადად რომ არ ვილაპარაკოთ, ერთი მაგალითი გავიაროთ:

არის ასეთი ფონდი  Bill & Melinda Gates Foundation, რომელმაც გამოაქვეყნა მოხსენება უთანასწორობის შესახებ. მოხსენება იკვლევს, თუ როგორ იბადებიან ადამიანები რეალურად არათანასწორად, როგორც ვიზუალურად, ისე სოციალურად; თუ როგორ სჭირდება ღარიბ ქვეყანაში დაბადებულ ადამიანს ჯანსაღი, ხარისხიანი ცხოვრების მიღწევა და დაბრკოლებების გადალახვა.

ეს მოხსენება საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს იყენებს, რათა მოგვითხროს საჰელში დაბადებული გოგონას შესახებ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში. გოგონა გაცილებით მეტი დრო სჭირდება საიმისოდ, რომ მიაღწიოს თუნდაც ისეთ რაღაცებს, რასაც აშშ-ში ხალხი თავისთავად აღწევს.

მთელი საიდუმლო ისაა, რომ ეს ყველაფერი ისედაც ვიცით, მაგრამ როცა ამბად გვიყვებიან, ამას სხვა თვალით ვუყურებთ. როდესაც ჩვენ ვასრულებთ ამბის კითხვას და მასზე დატანილ ვიზუალს ვუყურებთ, საკუთარ თავს ვეუბნებით: „ეს ასე არ უნდა იყოს!”

ზუსტად ეს არის მონაცემების საფუძველზე თხრობის მიზანი – ის აჩენს წერტილებს, რომლებზეც დაფუძნებულია თქვენი ამბავი, შემდეგ კი მონაცემები იძლევა გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს მოქმედებაში. 

მონაცემებზე ორიენტირებული ისტორიები შეიძლება იყოს ტექსტზე დაფუძნებული და ვიზუალური (ან ორივე, როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითი). ისინი შეიძლება დაფუძნებული იყოს საჯარო და კერძო მონაცემებზე.

საჯარო მონაცემების გამოყენება ჩვენი ისტორიებისთვის

საჯაროდ უამრავი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი. ზოგიერთი ხელსაწყო უფასოა, ზოგიც ფასიანი. მოდი, გადავხედოთ მათი მოპოვების ძირითად ხელსაწყოებს:

Google

Google გთავაზობთ უამრავ მონაცემს, რომელიც შეგიძლიათ ლამაზ ისტორიად გადააქციოთ და ახლიდან შეფუთოთ. კარგი საშუალებაა Google Trends-ის გამოყენება, რომლითაც შეგიძლიათ გახვიდეთ ისეთ საკვანძო სიტყვებსა და თემებზე, რომლებიც ყველაზე ტრენდულია მომხმარებლისთვის მოცემულ მომენტში.

Zoho-ს კვლევები

Zoho გთავაზობთ ფასიან ინსტრუმენტს, რომელიც ნებისმიერს საშუალებას აძლევს შეაგროვოს მონაცემები ხალხის გამოკითხვის მეშვეობით. Zoho Market Research Surveys გთავაზობთ კონტენტის მიზნობრივად დაგეგმვის რამდენიმე ვარიანტს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შეაგროვოთ პასუხები ინდუსტრიის, ასაკის, სქესის, ადგილმდებარეობის და სხვა მონაცემების მიხედვით. 1000 პასუხი დაახლოებით $2000 ღირს. ეს არ არის იაფი, ასე რომ თქვენ უნდა გქონდეთ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი ამბავი გსურთ შექმნათ. ბაზრის კვლევის მრავალი სხვა ინსტრუმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რათა შექმნათ ისტორიები, რომლებიც შეესაბამება თქვენს ნიშასა და პროდუქტს.

თქვენი მომხმარებლის მონაცემების გამოყენება სთორითელინგში

ამ მონაცემებისთვის შორს წასვლა არ გჭირდებათ, ისინი თქვენს მფლობელობაშია. ის შეიძლება მოიძებნოს თქვენი ვების ანალიტიკაში, მომხმარებლის გამოკითხვებში – თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო Google Forms თქვენი მომხმარებლების ან აუდიტორიის პასუხების შესაგროვებლად. ამ სახის მონაცემებს შეუძლია შექმნას სრულყოფილი სოციალური მტკიცებულება, რომელიც ასახავს თქვენი მომხმარებლების წარმატების ისტორიებს თქვენივე პროდუქტებით.

მოკლედ, მონაცემთა გადმოცემა უფრო მეტია, ვიდრე მათი გამოყენება ლამაზი ვიზუალის შესაქმნელად. ისინი რეალური ცხოვრების ასახსნელად შეიძლება გამოვიყენოთ და ლამაზ ამბად ვაქციოთ. მონაცემებს შეუძლია ნებისმიერი ამბავი უფრო დამაჯერებელი და გასაზიარებელი გახადოს, თუ მას კარგად გამოიყენებთ. სწორი მონაცემების აღებასა და მასზე დაფუძნებით სწორი ისტორიის მოყოლას შეიძლება დრო და კვლევა დასჭირდეს, თუმცა შედეგი ნამდვილად ეფექტურად იმოქმედებს თქვენს კომპანიაზე.

PlasticFree — ახალი საინფორმაციო პლატფორმა პლასტმასას ალტერნატიულ მასალებზე

OpenAI ChatGPT-ის პრემიუმ ვერსიის ამოქმედებას იწყებს