in

საინტერესო პოდკასტი | რისკზე წასვლა არ ღირს

ობიექტურად რომ შეაფასოთ საკუთარი თავი, როგორც მძღოლი, როგორ ეპითეტებს გამოიყენებდით? დაგყავთ თუ არა თქვენი ავტომობილი სეზონურ შემოწმებაზე, დროულად უცვლით თუ არა სეზონურ საბურავს, უსმენთ თუ არა მას და საერთოდაც, გესმით თუ არა მისი?

სერიოზულად კი, საგზაო მოძრაობის კულტურა და უსაფრთხოება ერთ-ერთ მოწინავე პრობლემად რჩება ჩვენს ქვეყანაში. 2021 წლის მონაცემებით, 7700 ადამიანი დაშავდა, ხოლო 450 გარდაიცვალა. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზები სიჩქარის გადაჭარბება, გაუმართავი ავტომობილი, ჩვენი კულტურული მახასიათებლები და მავნე ჩვევებია.

კარგი ამბავი ისაა, რომ შესაძლებელია ისეთი სისტემის აწყობა, რომლის მეშვეობითაც საგზაო შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგალითად, ეს შეძლეს სკანდინავიის ქვეყნებმა.

ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ამ პრობლემის მოგვარების, რა თქმა უნდა, ცნობიერების გაზრდაა ამ საკითხის ირგვლივ, რასაც ძალიან წარმატებულად აკეთებს მაგალითად თეგეტა მოტორსი, რომელსაც უკვე წელზე მეტია მიმდინარე კამპანია აქვს საგზაო მოძრაობის კულტურასთან დაკავშირებით. სწორედ ამ კამპანიის ამბასადორი, ავტომრბოლელი დათა ქაჯაიაა დღეს ჩვენი სტუმარი, რომელიც გვასწავლის როგორ გავხდეთ მეტად პასუხისმგებლიანი და კულტურული მძღოლები.

 

სად განიხილავენ მომხმარებლები ბრენდებს ყველაზე მეტად?

როგორ შევქმნათ მიმზიდველი პროფილი LinkedIn-ზე? – 4 გზა