in

შეხვედრა ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების საერთაშორისო მკვლევართან

29-30 მარტს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მკვლევარი შაი ჰარელთან შეხვედრა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან Data Science Tbilisi და კომპანია Olmait. სტუმარი, დაინტერესებულ პირებს, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

BOG
BOG

„შაი ჰარელი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მკვლევარია, რომელიც კომპიუტერულ ხედვაში სპეციალიზდება და ფლობს მაგისტრის ხარისხს. მან პროგრამირება 11 წლიდან დაიწყო. მსახურობდა ისრაელის არმიის 8200 დანაყოფში, Intelligence Unit, რომელიც ისრაელის მთავარი ტექ. ტალანტების წყაროდ ითვლება. მანქანური სწავლების მიმართულებით კი 2007 წლიდან მუშაობს. მისი კომპანია კორიგონ – Corrigon 2016 წელს eBay-მ იყიდა. შაი ჰარელი, ასევე, Google launchpad-ის მანქანური სწავლების მოხალისე მენტორია და ბოლო ორი წელია, საკონსულტაციო კომპანიას ფლობს, კომპიუტერული ხედვის მიმართულებით. დღეს, მუშაობს HiMAX-ში, აწყობს კომპიუტერული ხედვის მოდელებს სხვადასხვა პლატფორმებზე, რომლის ღირებულება 1$-ზე ნაკლებია. მისი მთავარი ინტერესია დახვეწილი მოდელების შენება და დიზაინი“.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. შეხვედრა ბიზნეს აქსელერატორ Spark-ის სამუშაო სივრცეში გაიმართება. მისი დღის წესრიგი კი ასეთია: 

29 მარტი

19:00-19:30 – რეგისტრაცია, „ნეთვორქინგი“

19:30-20:30 – “AI Aided Design & Manufacturing”

20:30-21:00 – Q&A (კითხვა – პასუხი)

30 მარტი

11:00-11:30 – რეგისტრაცია, „ნეთვორქინგი“

11:30-12:30 – “Structured Prediction: Semantic Segmentation Historical Overview”

12:30-13:00 – Q&A (კითხვა – პასუხი)

13:00-14:00 – Lunch Break (შესვენება)

14:00-15:00 – “The Shattered Gradients Problem: If resnets are the answer, then what is the question?”

15:00-16:00 – „ივენთის“ დახურვა, „ნეთვორქინგი“

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მოძრაობა დაფუძნდა

„კრისტალი“ ვარდისფერს დაემშვიდობა – მიზეზები და ცვლილებები