in

Datacare – Google-ის ახალი ფუნქცია – დაავადებების შესახებ კითხვებზე ინდივიდუალური პასუხების მისაღებად

ადამიანების ნაწილი, რომელთაც რაიმე უჩვეულო სიმპტომი ან ჩივილი აქვთ, ექიმთან ვიზიტზე ადრე საჭირო ინფორმაციის მიღებას Google-ით იწყებენ, რაც ამარტივებს და უფრო ხანმოკლეს ხდის პასუხების მიღების პროცესს. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია, რასაც ვპოულობთ ან არაზუსტია, შეიძლება არასრულიც და რა თქმა უნდა, არა – ინდივიდუალური. Google-მა წამოიწყო ახალი კამპანია და გვერდს დაუმატა ფუნქცია Datacare-ი. ამ სიახლის საშუალებით, ადამიანები უფრო დეტალურად გაავრცელებენ თავიანთ გამოცდილებას და სხვებიც უფრო ზუსტ პასუხებს მიიღებენ ჩივილებზე. ახალი პროგრამა იცავს კონფიდენციალურობა​ს, ხოლო საზოგადოებისგან დასმულ შეკითხვებზე უკუკავშირს პროფესიონალი ექიმები და ექსპერტები ამყარებენ. ამგვარად, Google-ში ნებისმიერი დაავადების შესახებ ინფორმაცია უფრო კონკრეტული, ზუსტი და სასარგებლო გახდება.

BOG

 

IKEA-ს ავეჯი, როგორც კარგი სამალავი, სახლში სიურპრიზის მოსაწყობად!

VEON – ახალი ქართულენოვანი აპლიკაცია, რომელიც არ მოიხმარს ინტერნეტს