15, 16 და 17 ნოემბერს თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი – DataFest Tbilisi ჩატარდება. DataFest Tbilisi 2017-ზე თავს მოიყრის 400-მდე დამსწრე და 40-მდე საერთაშორისო სპიკერი, 20 სხვადასხვა ქვეყნიდან.
ღონისძიება სამ დღეს გაგრძელდება. პირველ დღეს სიტყვით CNN-დან, Facebook-დან, Zalando-დან და სხვა ორგანიზაციებიდან მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ მონაცემების, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ. მეორე და მესამე დღეს მონაწილეები დაესწრებიან ვორქშოპებს, რომელსაც სპიკერები და სხვა მოწვეული სტუმრები ჩაატარებენ. DataFest Tbilisi – ის დამსწრეებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მინიჰაკათონში.
ფესტივალის მესამე დღის ბოლოს გაიმართება პროექტ Ministry of Data-ს ფინალისტების პრეზენტაციები. Ministry of Data საერთაშორისო ჰაკათონია, რომელშიც 5 ქვეყნიდან შერჩეული გუნდები მონაწილეობენ. ჰაკათონში გამარჯვებულები ფესტივალის დასკვნით ნაწილში გამოვლინდებიან.
DataFest Tbilisi 2017-ზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეეძლებათ მითითებულ ბმულზე: http://bit.ly/DataFestTickects
სტუდენტებისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება.
ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://datafest.ge
საკონტაქტო პირი: დემეტრე დათიაშვილი [email protected]