7-9 ნოემბერს, თბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი, DataFest Tbilisi გაიმართება. DataFest Tbilisi-ზე სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან ჩამოდიან, როგორებიცაა: Google Cloud, Facebook, Amazon, Zalando და 30 სხვა. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ გამართულა.
DataFest Tbilisi-ს სხვადასხვა ქვეყნიდან 500 მონაწილე ეყოლება: ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და სხვები.
ღონისძიება უნიკალურია იმით, რომ მონაწილეებს მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს:
პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლებს მოისმენენ;
მეორე დღეს, ამავე ექსპერტებისგან, თემატურ სემინარებზე უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან მათთვის საინტერესო საკითხებს;
მესამე დღეს, datathon-ებზე უკვე პრაქტიკაში გაატარებენ იმ ცოდნას, რაც პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს.
წლევანდელი ფესტივალი 6 თემას მოიცავს:
1. მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება;
2. მონაცემთა ჟურნალისტიკა;
3. ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები;
4. მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში;
5. ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება;
6. მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში.
დამატებითი ინფორმაცია DataFest Tbilisi-ისა და წლევანდელი სპიკერების შესახებ:
● https://datafest.ge/
● https://www.facebook.com/DataFestTbilisi/
DataFest Tbilisi 2018-ის ორგანიზატორები არიან: ForSet • ფორსეტი და Data Science Tbilisi, პარტნიორებთან ერთად: Prague Civil Society Centre, Eastern Partnership, Civil Society Facility, Zalando, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, Fintech.ge, Exactpro Systems, Check in Georgia, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration, RStudio, DW Akademie, FLEX Program, რადიო შოკოლადი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University.
[R]










