როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, გააფართოოს ხელოვნებისა და შემოქმედების საზღვრები? წარმოადგენს თუ არა ხელოვნური ინტელექტი საფრთხეს ადამიანის კრეატიულობისთვის? თუ პირიქით, მეტ გასაქანს აძლევს მას? რა კონკრეტული AI ხელსაწყოები არსებობს დიზაინისა და ხელოვნების მიმართულებით, რომელთაც მსოფლიოში თანამედროვე არტისტები წარმატებით იყენებენ?
ეს საკითხები იმ თემებს შორისაა, რომლებიც წელს DataFest Tbilisi 2025-ის პროგრამაში მოხვდა.
DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი, ყოველწლიური მონაცემთა და ტექნოლოგიური ფესტივალია, რომელიც უკვე მეცხრედ, 27-29 ნოემბერს ტარდება. ორგანიზატორებმა ღონისძიების სრული პროგრამა უკვე გამოაქვეყნეს და გამოშვება მთლიანად ხელოვნურ ინტელექტსა მასთან დაკავშირებულ თემებზეა ფოკუსირებული.
დამსწრეებს წინ 50-ზე მეტი სპიკერის 100-ზე მეტი ინსპირაციული გამოსვლა, სიღრმისეული ვორკშოპი და ინტერაქციული სესია ელით ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა:
- მონაცემთა ხელოვნება, როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი
- როგორ გარდაქმნის ტექნოლოგია ხელოვნებას და როგორ ხდის შესაძლებელს ისეთი ნამუშევრების შექმნას, როგორებიც ადრე წარმოუდგენელი იყო
- როგორ ვაქციოთ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენებით ჩვენი ხედვები რეალურ გამოსახულებებად
- როგორ შეიძლება მონაცემებმა, ემოციამ და მეხსიერებამ გადაკვეთოს ერთმანეთი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით
- რა ხდება მაშინ, როცა სთორითელერები რეალური ამბების გადმოსაცემად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ და როგორ ცვლის ეს ინოვაცია დიზაინს, ხელოვნებასა და ჟურნალისტიკას
ყველა თემასა და სესიას უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
სპიკერებს შორის არიან ისეთი ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: მაიკროსოფტი, მოზილა, გიტჰაბი, ვიპრო, გუგლი, ეუთო და ა.შ.
სპიკერებს შორის არიან ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული მონაცემთა დიზაინერები, როგორებიც არიან ტიციანა ალოჩი და დომინიკა ჩუპკოვა. ტიციანას სესიები დაეთმობა მონაცემთა სონიფიკაციისა და აუდიოხელოვნების მიმართულებას, დომინიკა კი ხელოვნური ინტელექტის გარშემო არსებული ნარატივების შეცვლაზე ისაუბრებს.
საერთაშორისო სპიკერების გვერდით იქნებიან ქართველი სპიკერებიც, მაგალითად, ანა კოპაძე, AI კრეატორი და სთორითელერი, რომლის ვორკშოპზეც დამსწრეები ისწავლიან თავიანთი დიზაინპროექტებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწორ გამოყენებას.
ფესტივალის შინაარსი დაგეგმილია ისე, რომ საინტერესო და სასარგებლო სესიები აღმოაჩინონ თითქმის ყველას პროფესიის წარმომადგენლებმა, მათ შორის: ადამიანის უფლებების აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებმა, სტარტაპერებმა, ბიზნესმენებმა და დიზაინერებმა.
გასული წლების მსგავსად, წელსაც DataFest Tbilisi-ს სცენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ. დაგეგმილია სხვადასხვა ფორმატის სესიები, იმისთვის, რომ ფესტივალის სამი დღე რაც შეიძლება დინამიკური და მრავლისმომცველი იყოს:
- ინსპირაციული, მოკლე გამოსვლები მთავარ სცენაზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერები გააზიარებენ ცოდნას, დაკვირვებებს, პროგნოზებსა და რჩევებს
- სიღრმისეული ვორკშოპები, სადაც მონაწილეებს გამოცდილი სპიკერები და ტრენერები დაეხმარებიან ყველაზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების ათვისებასა და გაუმჯობესებაში
- სტარტაპექსპოებს, სადაც სტუმრებს რეგიონის მზარდი AI სტარტაპებისა და მათი AI პროდუქტების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.
- Open Mic, სადაც ფესტივალის დამსწრეებსაც შეეძლებათ, ფართო აუდიტორიას მიმართონ საკუთარი იდეით, გამოცდილებითა თუ სადისკუსიო თემებით
- Ask Me Anything, სადაც არაფორმალურ გარემოში, სფეროს ლიდერები გაგვცემენ პასუხებს არასტანდარტულ კითხვებზე კარიერის, გამოწვევების, შეცდომებისა და ნასწავლი გაკვეთილების ირგვლივ
- Side Events, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ, დაესწრონ თბილისის ოკუპაციის ტურს, ღვინის დეგუსტაციის ტურს, ყოველდღიურ წვეულებებსა და ფესტივალის შემაჯამებელ წვეულებას
ფესტივალზე დასწრება შესაძლებელია ბილეთით, რომლის შეძენაც შეგიძლიათ აქ.
DataFest Tbilisi 2025-ის ორგანიზატორია ფორსეტი (ForSet).
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს ბანკი და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
ხოლო პარტნიორები არიან: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), EPAM, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, IBCCS TAX საქართველო, Autodraft, Alliance of Democracies, Social Lab
სპონსორები: Startup Bootcamp, სელფი
მხარდამჭერები: The Image, გრანთ თორნთონ საქართველო, MoveWise, Deepkapha, D Block, Optio, Techweiz, RealAI, Tumo, Robocode
ქომუნითი პარტნიორები: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ProductTank Tbilisi, EBA – ევროპის ბიზნეს ასოციაცია, დიზაინის ინსტიტუტი, DevTherapy, Axel, სმარტ აკადემია, ფრილანსერი, თბილისის კომუნიკაციის სკოლა
მედიაპარტნიორები: ბიზნეს მედია საქართველო, Next.on.ge, მარკეტერი, ინტერპრესნიუსი, ბიზნესპრესნიუსი, ფორმულა, მედია აპრილი, OC Media, Itel.am
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
[პარტნიორის კონტენტი]













