in ,

DataFest Tbilisi სპეციალურ გამოშვებას ონლაინ ფორმატში გამართავს

22-დან 24 მაისამდე, მონაცემთა ფესტივალ DataFest Tbilisi-ს სპეციალური გამოშვება – DataFest Online გაიმართება. ღონისძიება DataFest Tbilisi სამი წელია, რაც საქართველოში, ტრადიციულად ნოემბერში ტარდება. თუმცა, პანდემიის პირობებში, მისი ორგანიზატორები სპეციალურ, ციფრული ფორმატის ფესტივალს გვთავაზობენ და მასზე დასწრებას, როგორც სახელიდანაც ჩანს, ონლაინ შევძლებთ.

DataFest Online თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს – ერთმანეთისთვის საჭირო ინფორმაციის გასაზიარებლად, შთაგონებისა თუ მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online 22, 23 და 24 მაისს ჩატარდება და უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს (პირველი დღე), ვორქშოპებს (მეორე დღე) და დატატონებს (მესამე დღე). 

რაც შეეხება DataFest Online-ის სპიკერებს. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა წარმოაჩინა თავისი ორგანიზაცია DataFest Tbilisi-ზე. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ვარსკვლავური სპიკერების სიმცირით არც DataFest Online გამოირჩევა და ის უმასპინძლებს სპიკერებსა და ტრენერებს ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა: „ნიუ-იორკ თაიმსი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „ოქსფორდის უნივერსიტეტი“, „მაიამის უნივერსიტეტი“ და სხვა. 

ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია „ფორსეტი“, და მანქანური სწავლების კომპანია MaxinAI. ღონისძიების მედიაპარტნიორია Marketer.ge.

Tinder ვიდეოზარის ფუნქციას ამატებს

გიგანტური “სელფი პანდას” ინსტალაცია, როგორც ჩინეთის რეგიონის სიმბოლო