DataFest Tbilisi-ის მესამე დღეს Rooms Hotel Tbilisi-ის მთავარ სცენაზე ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა მეცნიერებაზე ორიენტირებული სტარტაპებისთვის, ინვესტორებისა და ამ საკითხით დაინტერესებული სტუმრებისთვის სპეციალური სესიები გაიმართება.
10:30 — რუდრადებ მიტრა, Omdena, დამფუძნებელი, „ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტების მომგებიან ბიზნესად ქცევა“.
ნიკოლოზ მაზანაშვილი, Galt & Taggart, ასოცირებული ბროკერი, „მონაცემთა გამოყენება სწორი ინვესტირებისთვის“
12:30 — მონაცემთა მეცნიერებასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპების შოუქეისი. მონაწილეობენ: Optio AI, Stori AI, Tao Technology, Novel Visio, Aetis.
15:00 — პანელური დისკუსია „ინვესტირება მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სტარტაპებში“. მონაწილეობენ: ამირბეკ შარიპოვი — Sinofy Group-ის თანადამფუძნებელი და ენჯელ ინვესტორი, სერგი გვარჯალაძე — Kettari Foundation-ის განვითარების მთავარი ოფიცერი, ირაკლი ვეკუა — ენჯელ ინვესტორი, სოფო ჭყოიძე – Impel-ის ოპერაციების ვიცეპრეზიდენტი.
ბილეთის შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ვებგვერდს.
DataFest Tbilisi, მონაცემთა საერთაშორისო ინგლისურენოვანი ფესტივალი, 17 ნოემბერს გაიხსნა და 19 ნოემბერს დასრულდება.
მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპებსა და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებს, დისკუსიებსა და დატათონებს შემდეგი მიმართულებებით დაესწრებით:
მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა,მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.
DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორია ForSet — არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი, რომლის მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
მთავარი პარტნიორები: Bank of Georgia, Grant Thornton, Georgia’s Innovation & Technology Agency, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
პარტნიორები: AskGov.ge, Tactical Tech, National Endowment for Democracy, Alliance of Democracies, ევროკავშირი საქართველოსთვის, Open Government Partnership, Impel, DataArt, Kettari Foundation.
მხარდამჭერები: Zinc Network, Adjara Group, D Block, CRISP Berlin, Terminal, ბილაინი.
Community პარტნიორები: Tbilisi School of Communication, WiFisher.
მედია პარტნიორები: Entrepreneur, Marketer, On.ge, NEXT.On.ge.
დეტალური ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს.