in

Score-ის გაცნობის აპლიკაცია მაღალი შემოსავლების მქონე პირებისთვის შეიქმნა

M2

არ გეგონოთ, რომ აქ მდიდარი პარტნიორის პოვნაში დაგეხმარებიან, უბრალოდ ფინანსურმა პლატფორმა Neon Money Club-მა გადაწყვიტა, ურთიერთობებში ფინანსების მნიშვნელობაზე გაზარდოს ცნობიერება. სწორედ ამიტომ, ვალენტინობის დღისთვის გაცნობის ახალ აპლიკაციას უშვებენ, თუმცა მომხმარებლები მის გამოყენებას მხოლოდ ერთი კომპონენტის დაკმაყოფილებით შეძლებენ — Score იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომელთაც კარგი საკრედიტო ბარათები აქვთ, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, აუცილებელია, ინდივიდს ბარათზე 675 ქულა ჰქონდეს დაგროვილი.

ჩვენ გვსურს, საუბრები გადავიტანოთ იმ სფეროებში, სადაც ფინანსები ტრადიციულად არ განიხილება. თუმცა მანამ, სანამ ადამიანებს ინფორმაციებს მივაწვდით, საჭიროა, მათი ყურადღება მივიპყროთ. Score-თან ერთად კი ეს საუბრები შეხვედრებში გადაგვაქვს, — აცხადებს ლუკ ბეილი, Neon Money Club-ის თანადამფუძნებელი. 

არსებული კვლევების თანახმადაც, ვალები ხშირად ხდება განქორწინების მიზეზი… ამიტომ, კომპანიაში გადაწყვიტეს, ადამიანებისთვის ერთი კითხვა დაესვათ — მინიმუმ რამდენი საკრედიტო ქულა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც შეხვდებით? ასე შეჯერდნენ 675 ქულაზე, თუმცა 700 ქულის მქონე პირს ჩვეულებრივ შეუძლია, 800-ქულიან ადამიანს შეხვდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Neon Money Club 2021 წელს ჩაეშვა, რათა ფინანსურ საკითხებში ცნობიერების ამაღლებაზე ეზრუნა — ჩვენ გვჭირდება მეტად შემოქმედებითი და მრავალფეროვანი ხმები ფინანსების სამყაროში და არ ვართ ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს….

ამ საკითხზე რომ შემოქმედებითად იზრუნეს, ფაქტია, Score-ის აპლიკაცია კი შეზღუდული დროით, 90 დღით იქნება ხელმისაწვდომი.

Act like an owner – სამი თანამშრომლის ისტორია

ვალენტინობა ქალაქის გულში