in

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ – ახალი პროექტი „პირველ არხზე“

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ეთერში ახალი პროექტი „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ იწყება. გადაცემა 22 მაისიდან, ყოველ შაბათს, 22:00 საათზე გავა ეთერში. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მისი ავტორი და წამყვანი დავით გორგილაძეა, რომელსაც, ამავე არხზე, „ახალი დღე“ მიჰყავს.

ახალი პროექტი ორიგინალური ფორმატის ინტერვიუების სერიაა, გადაცემაში, წამყვანი ცნობილ ადამიანებს განსხვავებული რაკურსით წარუდგენს მაყურებელს.

ეს გადაცემა არის მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის ნაცნობი, საინტერესო ადამიანები მაყურებელმა სხვა პრიზმიდან დაინახოს. ერთ რესპონდენტთან ინტერვიუს მსვლელობისას, სასაუბრო თემიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადაცემამ რამდენიმე ფორმა დაიტიოს – შეიცავდეს პორტრეტის ელემენტებს, იყოს ე.წ „ჰარდ თოქი“ ან უბრალოდ, ორ ადამიანს შორის დიალოგი. მიუხედავად ფორმის ცვლილებისა, არ შეიცვლება გადაცემის მთავარი მიზანი, რომ შინაარსი იყოს ხარისხიანი და საინტერესო“, – ამბობს დავით გორგილაძე.

 

[R]

Young Lions Georgia 2021-ის შედეგები სრულად!

“ხელოვნური” – დათო ქორიძის ფოტო გამოფენა, როგორც ხელოვნების აღქმის კვლევა