1
Oct
2013

დათო ჯაში – Betterfly

1 Oct 2013



დათო ჯაშიკომპანია ქართულ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა და 5 წლიანი არსებობის მანძილზე კონკურენტული გარემოს შექმნაც შესძლო.

განათლება...

დავამთავრე თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლა. ამის შემდეგ ჩავაბარე ESM -ში. გარკვეული დროის შემდეგ უნგრეთში წავედი მაგისტრატურაზე სასწავლებლად. უნგრეთიდან ჩამოსვლიდან  დაახლოებით 6 თვის შემდეგ დავაფუძნე კომპანია Betterfly . მყავს მეუღლე და ერთი შვილი.

კარიერა

ჩემი პირველი სამუშაო იყო Ipm -ში, დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე იქ. ამის შემდეგ კიდევ ერთი წელი ვიმუშავე ACT–ში, შემდეგ იყო GPC. აი, აქ ვიგრძენი თავი კომფორტულად, რადგან მაშინ გავაკეთე ისეთი მარკეტინგული პროექტები, რომლებიც დღემდე ძალიან მიყვარს და ნოსტალგია მაქვს. მაგალითად, ზღარბი ბარათის პროექტი. თითქმის 10 წელია ამ სფეროში ვარ. კარგად მახსოვს, პირველი ანაზღაურება იყო 50 ლარი. მაშინ ჩემს ლექტორთან ვმუშაობდი. მახსოვს ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ მისგან  ბევრი რამე ვისწავლე და კარგად მაგონდება ის წლები.

როგორ მოხვდით სარეკლამო ბიზნესში და რაშია სარეკლამო ბისნესის ხიბლი?

იესემმა თავისი გავლენა იქონია და ამ სფეროში მოვხვდი. მაშინ სწავლა ზოგადი იყო, ყველაფერს ვსწავლობდით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ძალიან მიყვარდა ციფრებთან, ანგარიშთან, ფინანსებთან მუშაობა, ამასთან ერთად მარკეტინგსაც ვსწავლობდი, მაგრამ მაშინ რატომღაც ჩავთვალე, რომ მარკეტინგი ჩემთან უფრო ახლოს იყო.

სარეკლამო ბიზნესის ხიბლი ალბათ უსაზღვრობაშია. მასში არ არის შეზღუდული ამოცანები და არც მათი გადაწყვეტები. ყოველთვის შეგიძლია მოიფიქრო რაღაც განსხვავებული, თუმცა ბაზარი მაინც გზღუდავს, ანუ ხალხი, რადგან მომხმარებელი ეძებს და უფრო აღიქვამს, აფასებს არსებულ სოლუშენებს.

მიიჩნევთ თქვენს თავს და კარიერას წარმატებულად? რა არის წარმატება თქვენთვის და რაზეა იგი დამოკიდებული?

წარმატება ალბათ არის თვითრეალიზება. ის, რომ მე სახლში ყოველ დღე დაღლილი მივდივარ, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ყოველდღე რომ ვაკეთებ ჩემ საქმეს–იმას, რაც მიყვარს. ეს არის ალბათ წარმატება. შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული ვარ. შენი “ბედ–იღბალი” დამოკიდებულია შენს აქტივობაზე, შენს დამოკიდებულებაზე გარემოს მიმართ. რაც უფრო პრაქტიკული ხარ, მით უფრო ზრდი შენს წილს შენს ბედში. თუ მეტად აქტიური იქნები, მეტს შეცვლი ცხოვრებაში, თუ არა თავისთავად ნაკლებს და სხვები იმოქმედებენ შენ ბედზე.

თქვენი ჰობი, გეხმარებათ თუ არა იგი საქმიანობაში?

ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი. სხვა დიდი ჰობი არ მაქვს, რადგან რეალურად არ მრჩება დრო ვაკეთო დამატებით რაღაცეები. ჩემთვის აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მრავალმხრივად ვიფიქრო, ჰობი რეალურად უფრო ღიას და თავისუფალს ხდის შენს გონებას.

ყველაზე რთული გადაწყვეტილება ცხოვრებაში, რომელიც მიიღეთ და როგორი იყო მისი შედეგი?

არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც ბიზნესში მიმიღია და რომელიც კომპანიის შიდა ინტერესებთან მიმართებაში იყო. დაახლოებით 5 წლის წინ გადაწყვეტილება მივიღე, რომ კომპანია DDB , რომელიც საერთაშორისო ბრენდია, ყოფილიყო წარმოდგენილი ჩვენი სახით საქართველოში და ამას მივაღწიეთ. შედეგიც კარგი აღმოჩნდა.

როგორ შეიქმნა კომპანია და რატომ სახელი „ Betterfly “?

Betterfly-ეს არის: better flying opportunitys for  our clients. კომპანია შეიქმნა იქედან გამომდინარე, რომ გამაჩნდა გარკვეული ცოდნა. რომელიც დამეხმარებოდა მე და ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებსა და კომპანიებს, რომ გაგვეუმჯობესებინა ამ სერვისის მიწოდება ბაზარზე.

რით განსხვავდება კრეატიული სააგენტოს დირექტორობა, თანამშრომლების მართვა სხვა სამსახურებისაგან?

მაგალითად, მე რომ ვიყო მაღაზიის მმართველი, ჩემზე უნდა იყოს დამოკიდებული მეტი ვიდრე სხვაზე. ამ შემთხვევაში ჩემი მიზანია ვიპოვო ის ადამიანები, მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობები მივცე იმ ხალხს, რომელსაც შეუძლია აკეთოს საქმე, ისე რომ არ შევზღუდო და ამავდროულად არ დაზარალდეს საქმე. კონტროლის მექანიზმი უნდა იყოს ძალიან დაბალი, მაგრამ მაღალი უნდა იყოს თვითპასუხისმგებლობა ხალხის.

რა არის Betterfly –ს ყველაზე დიდი მიღწევა?

კომპანიის ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ გვაქვს ძალიან დიდი დივერსიფიცირებული სერვისი. ანუ ჩვენი კომპანია არ არის მხოლოდ სტუდიო, არც მარკეტინგული სააგენტო, არც მხოლოდ საწარმო, გვაქვს დაახლოებით 9 მიმართულება, რომელიც განვითარებულია პარალელურად და არ არის ერთი წამყვანი მიმართულება. ეს არის მთავარი, რომ კლიენტს შევთავაზოთ სრული ინტეგრირებული სერვისი.

შეგიძლიათ გამოყოთ თქვენი ერთ–ერთი წარმატებული, თქვენთვის საყვარელი ნამუშევარი და რატომ ის?

გამოვყოფდი ახალ პროექტს, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს. ეს არის სამსუნგის პროექტი, რომლის ახალი ტალღაც გამოვა ახლო მომავალში და უფრო ნახავს მაყურებელი რა ხდება. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ჩვენი კომპანია პქოდაქშენის სფეროში ჩაშვებით, გვინდოდა გვენახებინა , რომ არსებობს სარეკლამო კომპანია, რომელიც არ არის სტუდია, რა შეცდომაცაა ჩვენ ბაზარზე. ესაა რომ გაიგივებულია სტუდიო კრეატიულ სააგენტოსთან. თუმცა ვთვლით, რომ არსებული მოთამაშეები ღირსეულ კონკურენციას ქმნიან ღირსეული პროდუქტით და ჩვენ ჩვენი ფუნქცია შეგვეძლო შეგვეზღუდა ამ სტუდიის გარეშე, მაგრამ ბაზარმა განაპირობა ის, რომ ამ სფეროშიც დავიწყეთ აქტივობა.

რა არის დღეს საქართველოში სარეკლამო ბიზნესის პრობლემა? რას შეცვლიდით?

სარეკლამო ბაზრის პრობლემა კრეატიული მიმართულებით არის ის, რომ არ არსებობს რისკი დამკვეთებისგან. უმეტესი დამკვეთი ეძებს გამოცდილ სოლუშენს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდია, მაგრამ ეს არ ზრდის ბაზარს. შეცდომები ყოველთვის გვასწავლის მეტს.

საყვარელი ფრაზა/გამონათქვამი...

Be the change, you want to see in the world!  -“Mahatma Gandhi”

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი სარეკლამო ბიზნესში მოხვდეს? და რას ურჩევდით მათ?

იმისთვის, რომ იყო კრეატიული, რაც აუცილებელია ბაზარზე, არ ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებული იყო. ყველას აქვს კრეატივის ის დოზა, რომელიც აუცილებელია, რომ განსხვავებულობა გამოაჩინოს.

ვურჩევდი დაუშვან ბევრი შეცდომა, რათა გამოიწვრთნან და საბოლოოდ მიზანს მიაღწიონ. აუცილებელია ბევრი რამ სცადოთ, რომ საბოლოოდ გამოვიდეს რაღაც კარგი.

განხილვა

14 Responses

  1. 11/12/2019

    … [Trackback]

    […] Read More on to that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  2. 11/12/2019

    … [Trackback]

    […] Information on that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  3. 13/12/2019

    … [Trackback]

    […] Read More Information here on that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  4. 16/12/2019

    … [Trackback]

    […] Find More on to that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  5. 18/12/2019

    … [Trackback]

    […] There you can find 39709 more Info on that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  6. 20/12/2019

    … [Trackback]

    […] Here you can find 35353 more Info on that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  7. 03/01/2020

    … [Trackback]

    […] Here you will find 61297 more Information on that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  8. 16/01/2020

    … [Trackback]

    […] Info to that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  9. 23/01/2020

    … [Trackback]

    […] Find More on on that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  10. 28/01/2020

    … [Trackback]

    […] Information on that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  11. 06/02/2020

    … [Trackback]

    […] Read More Information here on that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  12. 10/02/2020

    … [Trackback]

    […] There you will find 62732 additional Info to that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  13. 17/02/2020

    … [Trackback]

    […] Read More Information here to that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]

  14. 17/02/2020

    … [Trackback]

    […] Information to that Topic: marketer.ge/dato-jashi/ […]