in

როგორ მოხვდა დათო ქორიძის ფოტო Apple-ის ფოკუსში?

ქართველი ფოტოდოკუმენტალისტის – დათო ქორიძის ფოტოს Apple აქვეყნებს!

ამბავი იწყება ასე…

დათო ქორიძე უკვე რამდენიმე წელია ფოტოებს iPhone-ით იღებს და მათი გამოქვეყნების დროს ყოველთვის ურთავს შესაბამის ჰეშთეგს – #ShotoniPhone. როგორც ჩანს, კომპანიას არ გამოპარვია ქართველი ფოტოგრაფის საინტერესო ხედვა, ფოტოების თავისებური ხასიათი და ამიტომაც, ჯერ კიდევ გასულ წელს დაუკავშირდნენ Apple-დან. “მართალია, Apple შარშან დამიკავშირდა, როდესაც ჩემი ფოტოებიდან ხუთი მათგანი შეარჩიეს, თუმცა, სამწუხაროდ, არ მქონდა ამ ფოტოების ორიგინალი ვერსია (რაც აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა)” – იხსენებს ფოტოგრაფი.

კომპანია იმდენად დაინტერესდა დათო ქორიძის შემოქმედებით, რომ გაჩნდა ისეთი კითხვები, როგორიცაა, თუ რა უდევს მის კონკრეტულ ნამუშევრებს საფუძვლად, რა სიმბოლიკას მიმართავს ფოტოგრაფი, რა იდეას გამოხატავს ამა თუ იმ ფოტოსურათით და ასე შემდეგ…

ფოტო: დათო ქორიძე

დღეს კი, თავად დათო ქორიძისთვისაც მოულოდნელად, Apple-მა ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა მისი ფოტო, რომელიც მცხეთაში მეგობრებთან ყოფნის დროს გადაიღო. “პიკნიკზე წავედით მცხეთაში და როდესაც ჩვენთან ახლოს ცხენები გამოჩნდნენ, მეგობრები მთხოვდნენ, არ წავსულიყავი გადასაღაებად – “ასეთი ფოტოები ხომ გაქვს და არ გეზარება?”; “არ გადაიღო რა, არ გინდა ახლა”… მაგრამ რაღაცნაირად ინსინქტად მაქვს ქცეული და ვგრძნობ ფოტოს… ვხვდები, როდის რა უნდა გადავიღო. როგორც ჩანს, გულმა სწორად მიგრძნო.” – იხსენებს დათო ქორიძე.

 

ინტერიერის დიზაინის სასაჩუქრე ბარათი – „იოტა ჯგუფის“ საახალწლო საჩუქარი

„ბიზნესდაჯილდოება 2020“-ის გამარჯვებულები ცნობილია!