არ აქვს მნიშვნელობა, დავალების წერას ვიწყებთ თუ ვარჯიშს, ყოველთვის არსებობს რაღაცები, რასაც ვერ ვამთავრებთ… ეს ამბავი ნებისყოფას შეგიძლიათ დააბრალოთ, მაგრამ აქ უფრო დიდ როლს ტექნოლოგიები თამაშობს. მაგალითად, თუ ახლა რაღაცას თამაშობთ, ვიდეოს უყურებთ და ეს უცბად აღარ მოგეწონებათ, არსებული რეალობა თითის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ შეცვალოთ. მსგავსი ე. წ. სქროლვის ჩვევა კი უკვე იმაშიც შემოიჭრა, თუ როგორ ვუყურებთ რეალურ სამყაროს, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ტექნოლოგიებს არ უნდა დავაბრალოთ…
რატომ შეიძლება იყოს საშიში „სქროლვა“?
ამ სწრაფმა იმპულსმა გარკვეულ შედეგებამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს. მეცნიერი დენიელ კაჰნემანი ტვინში არსებულ ორ სისტემაზე საუბრობს, რომლებიც სწრაფ რეაქციებზე აგებს პასუხს. ეს ის არის, რაც ბრძოლისკენ გვიბიძგებს ან გაქცევას გვაიძულებს. სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ საფრთხისგან დაგვიცვას მანამ, სანამ სხვა სისტემა უფრო ინფორმირებულ პასუხს არ შემოგვთავაზებს. პრობლემა კი აქ ის არის, რომ სწრაფი რეაქცია, შესაძლოა, იდეალური არ იყოს, იგი არც გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა და უბრალოდ რეაქციას გვთავაზობს…
„უნდა გვქონდეს უნარი, შევჩერდეთ და ვთქვათ, დისკომფორტისგან გაქცევის ნაცვლად, ნება მომეცი ვფოკუსირდე უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღებაზე“, — აცხადებს ტრეისი მეილეტი, კვლევის თანაავტორი.
ამბობენ, რომ იმ საკითხებს „გავურბივართ“, რომლის მიღწევაც გვენდომებოდა, რომ ეს ჩვენთვის სასურველი მიზნებია… ხოლო, როცა ვსქროლავთ შიშის, დისკომფორტის, უხერხულობის, იმედგაცრუების ან მოწყენილობის გამო, ამაზე რეალურად არც ვფიქრობთ. თუმცა ამის მერე შეუძლებელია, სინანულისგან თავის დაღწევა მოახერხოთ. მიზნების მიღწევა კი ხშირად გამოცდილებასა და მოთმინებას მოითხოვს…
როგორ გავუმკლავდეთ ამ იმპულსს?
ამის გასაკონტროლებლად პირველი ნაბიჯი მისი არსებობის აღიარებაა. შემდგომ კი, მის უკან არსებული მიზეზების გააზრება. ეს იმედგაცრუება, არასწორი მოლოდინები ან უბრალოდ მოწყენილობა შეიძლება იყოს. თუმცა მნიშვნელოვანია, დავინახოთ განსხვავება უბრალოდ გადასვლასა და სწრაფ ჩასქროლვას შორის.
იმისათვის, რომ გაიგოთ, რომელი უფროა თქვენი ქმედება, ავტორები კონკრეტული დროის გამოყოფას გირჩევენ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გადაწყვეტილებებზე უფრო მეტი იფიქროთ. ასე უფრო მეტადაც შეძლებთ დაწყებული საქმეების დასრულებას და სამომავლო სინანულსაც აირიდებთ თავიდან.