in

მარსის ზედაპირზე დათვის გამოსახულება დააფიქსირეს — NASA-ს ფოტო

მარსის რელიეფის დათვალიერებისას, NASA-ს ზონდ Reconnaissance-ზე დამონტაჟებულმა კამერამ HiRise უჩვეულო გამოსახულება დააფიქსირა. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, კლდოვან წარმონაქმნზე ამოკვეთილ კონტურებს დათვის სახეს ამსგავსებენ.

M2
M2

როგორც მეცნიერები განმარტავენ, სავარაუდოდ, გამოსახულება გრუნტქვეშა კრატერში ჩავარდნილი დანალექისგან შეიქმნა, ხოლო თვალების ადგილას ორი პატარა ღრმულია. V-ს ფორმის ცხვირის კონტურს კი შემაღლება ქმნის, რომელიც ვულკანური წარმოშობის უნდა იყოს.

მართალია, მარსზე დათვის არსებობის ნარატივი ძალიან ამაღელვებლად გვეჩვენება, მაგრამ ეს უბრალოდ მსგავსებაა. ადამიანის თვალი კი იმას აღიქვამს, რაც მისთვის ნაცნობია. ამასთან, Gizmodo-ს მიხედვით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წითელი პლანეტის ზედაპირზე უჩვეულო გამოსახულებები გამოჩნდა — მაგალითად, 1976 წელს კლდის წარმონაქმნს ადამიანის სახეს ამსგავსებდნენ.

ასევე, გასულ წელს ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა „კლდეში შესასვლელი კარის“ ფოტო, რომელიც საბოლოოდ მცირე ზომის ქვა აღმოჩნდა. ამას მოჰყვა კოვზების, ძვლების, მოცვის მარცვლების, ქალის სახისა და სხვა გამოსახულებები.

გოჩა თანდარაშვილის 9 რჩევა

როგორ შევქმნათ ეფექტური სლოგანი?