in

დათვმა GoPro კამერა დაღეჭა და სელფი გადაიღო!

ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როცა იუთუბერი ტომ სკოტი Grizzly & Wolf Discovery Center-ს ესტუმრა… მას დათვგამძლე პროდუქტების გამოცდა სურდა, ამ შემთხვევაში ნაგვის ურნის, რომელსაც დათვის მოსახიბლად მისი საყვარელი მიწისთხილის კარაქი და თაფლი წაუსვეს… 

ექსპერიმენტი 2 GoPro კამერის დახმარებით გადაიღეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დათვმა დაღეჭა და წყალში შესვლის დროსაც თან გაიყოლა. თუმცა არ გეგონოთ, რომ ამბავი აქ მთავრდება — მყარი ჩარჩოს წყალობით, კამერა გადარჩა და ცხოველის რამდენიმე დიდებული კადრიც შემოგვთავაზა. ისეთიც კი, რომელსაც დათვი თავისით, ადამიანის ჩარევის გარეშე, იღებს. მაგალითად, მის საშიშ კლანჭებში ჩაგვახედა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი სელფიც დაგვიტოვა:

ცაში დაწყებული წარმატება, რომელიც დიდ სამოდელო სახლებში გადავიდა – Ray-Ban

უცხოპლანეტელების თვალით დანახული დედამიწა — Apple-ის ახალი ანიმაციური შოუ