28
Dec
2019

როცა ახალ წელს, შეყვარებულის ნაცვლად, მანქანას ეხუტები – დაუდევარი ნუგოს მორიგი ეპიზოდი

28 Dec 2019



ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, როგორ გგონიათ, რამ შეიძლება მიწაზე მწარედ დაგანარცხოთ და იმის მაგივრად, რომ დროს საყვარელ ადამიანთან ერთად, თბილ ოთახში, ბუხართან ატარებდეთ, გარეთ, თოვლსა და სიცივეში, საკუთარ ავტომობილთან მის გასათბობად გიწევდეთ ჩახუტება?

და თუ ასე დაგემართათ, ეს არც უიღბლობის, არც ცუდი წლის დასაწყისის ან ცუდი ავტომობილის, მხოლოდ და მხოლოდ, თქვენი დაუდევრობის ბრალი იქნება.

თეგეტა მოტორსმა“, ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟი – ნუგო კიდევ ერთ ახალ ვიდეორგოლში გააცოცხლა და ამჯერად, მძღოლებს ანტიფრიზების შეძენის აუცილებლობა შეახსენა – სითხის, რომელიც სიცხის დროს, დუღილს უშლის ხელს, ხოლო, როდესაც ცივა, პირიქით – ავტომობილს გაყინვისგან იცავს.

აბა, რას იტყვით, კამპანიის ფარგლებში შექმნილ რიგით მეხუთე ნამუშევარზე?

საჭირო ბმულები:

პირველი ვიდეორგოლი
მეორე ვიდეორგოლი
მესამე ვიდეორგოლი
მეოთხე ვიდეორგოლი

განხილვა