in

„რაც მეტ დადებით მუხტს გასცემ, მით მეტ პოზიტიურ უკუკავშირს მიიღებ“, ანუ დაუდევარი ნუგოს კამპანიის ანალიზი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ნუგო. უფრო სწორად, დაუდევარი ნუგო, რომელიც იმის გამო, რომ წინასწარ არასდროს ზრუნავდა ავტომობილის გამართულ მუშაობაზე, მუდმივად სხვადასხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ეხვეოდა, – ამ შესავლით დავიწყეთ, თითქმის 4 თვის წინ, თქვენთვის ნუგოს გაცნობა და ისიც გაგიმხილეთ, რომ უწყინარი ანიმაციის მიღმა, ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების კომპანია „თეგეტა მოტორსი“ იდგა, რეალურ პრობლემაზე საუბრის ინიციატივით: რომ ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირებულია და გარდა ამისა, ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია. თავის მხრივ კი, პრობლემის გადაჭრის გზაც შემოგვთავაზა – გამართული ავტომობილი – რომელიც  არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი გარშემომყოფების უსაფრთხოების ერთ-ერთი წინაპირობაა.

დაუდევარი ანიმაციური პერსონაჟი ნუგო, რომელიც „დაფრინავს ნელა-ნელა“

თუმცა, სანამ, უშუალოდ, საზოგადოებისა და ნუგოს ურთიერთობასა და ამ ურთიერთობის პოზიტიურ შედეგებზე მოვყვებოდეთ, ქრონოლოგიურად გავიხსენოთ, როგორ მივიდა „თეგეტა მოტორსი“ ანიმაციის შექმნის აუცილებლობამდე:

„თეგეტა მოტორსში“, ბევრი ფიქრის შემდეგ, მიხვდნენ, რომ კომპანიას რამდენიმე მისია ჰქონდა და თითოეული მათგანზე მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ, კამპანია წამოიწყეს, სახელად, „თეგეტა შენთან ერთად“, რომელიც გასული წლის განმავლობაში, რამდენიმე მიმართულებით განავითარეს:

  • „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ – „თეგეტა აკადემიის“ ფარგლებში, საავტომობილო სფეროში განათლების გავრცელება დაისახეს მიზნად;
  • „თეგეტა შენთან ერთად დასაქმებისთვის“ – კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად და შემდეგ, მათ დასასაქმებლად;
  • „თეგეტა შენთან ერთად საქართველოსთვის“ – შიდა ტურიზმის განვითარება, სხვადასხვა კუთხეში მანქანით მოგზაურობა;
  • „თეგეტა შენთან ერთად ბიზნესისთვის“ – B2B (Business To Business – ბიზნესი ბიზნესისთვის) კამპანია საავტომობილო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების განვითარებისთვის;
  • და ბოლოს, „თეგეტა შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის“ – B2C (Business To Customer – ბიზნესი მომხმარებლისთვის) კამპანია, მძღოლებში პასუხისმგებლობის გაზრდისა და საავტომობილო შემთხვევების შემცირებისთვის.

უშუალოდ, უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული კამპანიის სამიზნე აუდიტორიაც რამდენიმე მიმართულებით დაიყო:

პირველ რიგში, ის ორიენტირებული იყო ახალგაზრდა მძღოლებზე, რომლებიც საჭესთან ჯდომის პირველ გამოცდილებას იღებდნენ და ციფრული კამპანია ჩაეშვა მათ მიერ იმ პასუხისმგებლობების ადეკვატურად გააზრების მიზნით, რაც ავტომობილის მართვას მოჰყვება ხოლმე.

მეორე მიმართულება ფეხით მოსიარულეებში ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა მათი პასუხისმგებლობაცაა;

ვინ დგას დაუდევარი ნუგოს უკან?

მესამე მიმართულებაში კი, გამართულ ავტომობილზე ზრუნვის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. სწორედ ამ უკანასკნელ მიმართულებაზე ფიქრის მომენტში გაჩნდა იდეა, რომ ამაზე სასაუბროდ, საუკეთესო გზა ანიმაცია იქნებოდა. იდეა „თეგეტა მოტორსმა“ მარკეტინგულ სააგენტო „მოზაიკასთან“ ერთად შეიმუშავა, შედეგად კი, თანამშრომლობა ანიმაციურ სტუდია „ანაგრამასთან“ დაიწყეს.

თეგეტა სრულად ქართული კომპანიაა, რომელიც 25 წელია, საავტომობილო ინდუსტრიის ბაზარზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაშიც წარმატებულია და გვინდოდა, სარეკლამო და მარკეტინგული მიმართულებითაც, სრულიად ქართული პროდუქტი დაგვედო, – აცხადებენ კომპანიაში. 

კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე, აქცენტი პოზიტიურ კომუნიკაციაზე გაკეთდა და ასე შეიქმნა ანიმაციური პერსონაჟი, დაუდევარი ნუგო, რომელსაც მძღოლების მანკიერი ქცევა გაშარჟებულად უნდა წარმოეჩინა. მას მოეტანა არა დიდაქტიკური განწყობა, არამედ იუმორის საშუალებით, ადამიანები პასუხისმგებლიან მძღოლებად ექცია. 

კამპანიაზე მზადება აგვისტოდან დაიწყო. სექტემბრის ბოლოს, პირველი ვიდეო ჩაეშვა და დეკემბერში, მეხუთე ნამუშევრით დასრულდა. 

ვიცოდით, რა დროს, რა ვიდეო უნდა გაგვევრცელებინა. თავად ნამუშევრები კი, კამპანიის მიმდინარეობის პროცესში იქმნებოდა. ხუთი ანიმაციის ერთ სეზონზე შექმნა ძალიან რთულია, თუმცა პირველმა გრაფიკულმა ნამუშევარმა დაგვაჯერა, რომ კამპანიაში ამდენი შრომის ჩადება ღირდა. კონსტრუქციულად ვიმუშავეთ. სააგენტოსა და სტუდიასთან ერთად, ერთმანეთში ინფორმაციას დროულად ვცვლიდით და ვფიქრობთ, ოპერატიულობით შევძელით, დაუდევარი ნუგოს კამპანია წარმატებით დაგვესრულებინა.

ნუგოს პერსონაჟმა მაყურებლებს თავი პირველივე ვიდეოდან შეაყვარა და ამას, მისი რამდენიმემილიონიანი ნახვებიც მოწმობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მიზანი ადამიანების ქცევის შეცვლა იყო, ნუგო არა გამაღიზიანებელ, არამედ ყველასთვის მისაღებ და სასიამოვნო პერსონაჟად იქცა. 

ისეთი პროდუქტებითაც კი, როგორიცაა: საბურავები, ანტიფრიზი, მანქანის ზეთი – კომპანიამ შეძლო და სწორი საკომუნიკაციო ფორმით, კამპანია ყველასთვის საინტერესო გახდა. და ზუსტად ეს შედეგი იქცა თეგეტას მთავარ ბენეფიტად, რომელსაც ამ კამპანიით მიაღწია. 

„ტრავიატას“ ქართული ვერსია, Tesla Cybertruck და ნუგოს ქცევა „იმავე ოპერიდან“

კამპანიის მიმდინარეობისას პოზიტიურად დამუხტული მომხმარებლების უკუკავშირი, უშუალოდ, ზამთრის გადატვირთულ პერიოდში არსებულ რიგებზეც აისახა, რადგან ამ ბუნებრივმა დაბრკოლებამაც ვერ გამოიწვია მათი გაღიზიანება, – Tegeta Motors. 

„თეგეტა მოტორსში“ ამბობენ, რომ დაუდევარი ნუგოსგან მიღებული გამოცდილება ასეთია: რაც მეტ დადებით მუხტს გასცემ, მომხმარებლისგან მით მეტ პოზიტიურ უკუკავშირს მიიღებ. სწორედ ამიტომ, კომპანიამ შეძლო და მომხმარებლებს ბრენდი კიდევ უფრო შეაყვარა. 

როცა ახალ წელს, შეყვარებულის ნაცვლად, მანქანას ეხუტები – დაუდევარი ნუგოს მორიგი ეპიზოდი

ავტორი: თიკა გეგენავა

რატომ შეიძლება ჩახტე ნაგვის მანქანაში? – Friends of the Earth-ის ვიდეორგოლი

#სადანროგორ: ღონისძიებები 24-25 იანვარი