2
Nov
2019

ვინ დგას დაუდევარი ნუგოს უკან?

2 Nov 2019

Elit Electronics


გახსოვთ, დაუდევარ ანიმაციურ პერსონაჟ ნუგოზე ამბავს რომ მოგიყევით, წინასწარ რომ არასდროს ზრუნავდა ავტომობილის გამართულ მუშაობაზე და მუდმივად ხათაბალაში ეხვეოდა?! მაშინ ვთქვით, რომ 1 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოში ფიფქები არ უნდა გაგვკვირვებოდა (მიზეზი იხ. წინა სტატიაში) ახლა კი, „თეგეტა მოტორსისთვის“ შექმნილი რეკლამის ჟანრმაც არ უნდა გაგვაოცოს: დრამა, ფენტეზი, საშინელებათა. რატომ? – იმიტომ, რომ ბრენდმა საკუთარი შეთავაზების წარმოსაჩენად, ასევე, მომხმარებლების ქცევის შესაცვლელად წამოწყებული კამპანიის მეორე ვიდეორგოლი ჰელოუინის დღეს დაამთხვია.

სიუჟეტი, სულ რაღაც, 52 წამს გრძელდება, თუმცა ბრენდის სათქმელს ცხადად და რაც მთავარია, პოზიტიური გზით წარმოაჩენს. გზავნილი გასაგებია – ტრანსპორტის გამართულ მუშაობაზე ზრუნვა დროულად. თუმცა აქამდე გაკვრითაც რომ არ გვიხსენებია, ვინ დგას დაუდევარი ნუგოს უკან?

კამპანიის შესახებ სარეკლამო სააგენტო „მოზაიკას“ კრეატიული დირექტორი, ერეკლე მხეიძე გვესაუბრა:

ჩვენ წლის დასაწყისშიც ვახსენეთ, რომ “Full-Service” სააგენტო გავხდით და დამკვეთს მთლიან მარკეტინგულ სერვისებს შევთავაზებდით. გავიზარდეთ, ფროდაქშენის ნაწილი დავიმატეთ და ამ მიმართულებით კონკრეტული პროდუქტებიც შევქმენით. „თეგეტა მოტორსის“ პროექტიც სწორედ ერთ–ერთი მათგანია, ასე რომ, შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ – მოზაიკა ბაზრის ამ ნაწილშიც ომახიანად ჩაერთო.

რაც შეეხება ვიდეორგოლების სერიების ანიმაციურ გადაწყვეტას, სააგენტოში ამბობენ, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ, ბრენდის სათქმელის ვიზუალურად გამოსახატად, ანიმაციური სერიების შექმნა საუკეთესო კრეატიული გამოსავალი იყოროგორც ამბობენიდეის ფორმირების პროცესში მიხვდნენ, რომ 3D ანიმაციებისა და შესაბამისად, ისეთი პროდუქტის შექმნა სურდათრომელიც ამ მიმართულებით, ქართულ ბაზარზე, უპრეცედენტო იქნებოდა.

სწორედ ამიტომ, ჩვენი იდეის ტექნიკური შესრულება ანიმაციურ სტუდია „ანაგრამას“ მივანდეთ, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენს ჩანაფიქრს სტუდია უმაღლესი ხარისხით შეასრულებდა. გახმოვანება Post Red Audio-ს ჩავაბარეთ.

ვიდეორგოლების ტექნიკური შესრულება ანიმაციურმა სტუდია „ანაგრამამ“ უზრუნველყო. სტუდიაში თავიანთ ისტორიას გვიყვებიან:

თბილისის ერთ-ერთ კაფეში შევიკრიბეთ ოთხნი და ერთი იდეის ირგვლივ გავერთიანდით – როგორ დახატავდა ქართულ რეალობას არასარეკლამო ანიმაციური სტუდია. გავიაზრეთ, რომ ამ თემის მიმართ ყველას მძაფრი, არამატერიალური ენთუზიაზმი გვამოძრავებს. რომ რეკლამების კეთება მშვენიერი გზაა იმისთვის, რომ დავიხვეწოთ, ვისწავლოთ ჩვენც და ვასწავლოთ სხვებს, გავიზარდოთ და გლობალური გაქანების 100%-ით ანიმაციურ სტუდიად ჩამოვყალიბდეთ, შესაფერისი გუნდითა და სტრუქტურით, – გვიყვებიან ქართული ანიმაციური სტუდია Anagrama გუნდის წევრები.
გავრცელებული აზრით, „ანაგრამაში“ ყველა პროექტი მიმზიდველად არ აღიქმება და მუშაობის დაწყებამდე, ბრენდის ღირებულებების მიხედვით წყდება, „ანაგრამა“ იმუშავებს თუ არა კონკრეტულ პროექტზე… ინფორმაცია თავად გუნდის წევრებთან გადავამოწმეთ: თითოეული ჩვენგანის ფილოსოფიიდან გამომდინარე, დაწყების დღიდან, საზოგადოებისთვის საზიანო სექტორებს არ ვეხებით: აზარტულ თამაშებს, ალკოჰოლს, სიგარეტს, ლომბარდებსა და მსგავს მავნებლობებს. ასევე, ვინაიდან ჩვენი დამფუძნებლების 75% ვეგეტარიანელია, ხორცპროდუქტებსაც არ ვკიდებთ ხელს. ნებისმიერი პოტენციური პროექტი პირველადი ფილტრის გავლის შემდეგაც, პარტნიორების განხილვას ექვემდებარება და საბოლოოდ, მანდ წყდება, „ვაკეთებთ, თუ არ ვაკეთებთ“.

რაც შეეხება, უშუალოდ, ანიმაციაზე მუშაობას, გვიყვებიან, როგორ გამოიყურება სტანდარტული პროექტის სამუშაო პროცესი: ვიწყებთ იდეის ფორმირებითა და სცენარის კადრირებით, შემდეგ კონცეფცია და პერსონაჟების პირველადი ვიზუალიზაცია მუშავდება – სამხატვრო ხელმძღვანელის მეთაურობით, რასაც ტერმინოლოგიის სრული კასკადი მოჰყვება: მოდელირება, რიგინგი, ანიმაცია, რენდერი და კომპოზიტინგი – აქ იკასა და ნიკას ჰარმონიულ ტანდემზე ცრემლი მოგადგებათ. პროცესს ფერების კორექციით ვაგვირგვინებთ და საბოლოო ვიზუალური პროდუქტიც ცხვება.

ანაგრამაში ამბობენ: „მოზაიკამ ბრწყინვალე იდეითა და სცენარით მოგვმართა, შემოქმედებით პროცესში „თეგეტა მოტორსმაც“ არ შეგვზღუდა და საბოლოოდ, გამოვიდა ის, რაც გამოვიდა“.

„მოზაიკაში“ გვიმხელენ:ჩვენი კამპანია ამით არ მთავრდება, მომხმარებელი მომავალში არაერთ სიურპრიზსა და საინტერესო ამბავს უნდა ელოდოს“.

თეგეტა მოტორსში“ კი იმედოვნებენ, რომ კამპანია საზოგადოების წევრებს უფრო პასუხისმგებლიან მძღოლებად აქცევს.

„ანაგრამას“ ნამუშევრები იხილეთ ბმულზე.

განხილვა