6
Dec
2019

„ტრავიატას“ ქართული ვერსია, Tesla Cybertruck და ნუგოს ქცევა „იმავე ოპერიდან“

6 Dec 2019



თუ არ ვცდები, ნუგო იმ მცირე პერსონაჟთა ჩამონათვალს მიეკუთვნება, მათი უსაქციელობის მიუხედავად, მაინც რომ გვიყვარს.

თეგეტა მოტორსი“ უკვე მეოთხე ვიდეორგოლს აქვეყნებს და ნამუშევრებში უცვლელი მხოლოდ და მხოლოდ სერიების მთავარი პერსონაჟის დაუდევარი ქცევა რჩება.

მაგალითად, წინა ვიდეოში თუ ნუგოს მორიგი თავგადასავლის წყარო – უსასრულო საცობის შექმნის მიზეზი მანქანის ძრავის გამოსაცვლელი ზეთი გახდა, ამჯერად, მას სამუხრუჭე ხუნდებმა უმტყუნა.

ასეთ დროს კი, ნუგოს ვერც ჯუზეპე ვერდის „ტრავიატას“ ქართული ვერსიით მიღებული ამაღლებული განწყობა შველის, ტექსტით: „წეღან [ტესლას ელექტროპიკაპმა] cybertruck-მა ჩამიარაა, „ბუგაროკს“ მწოლიარე პოლიციელი ჰქვიაა“… და ვერც მოულოდნელი უსიამოვნო შემთხვევით გაფუჭებული ხასიათი.

მოკლედ, დაუდევარ პერსონაჟს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს: #უსაფრთხოებისთვის უსასრულო გარანტიით, თეგეტაში სამუხრუჭე ხუნდები შეიძინოს და მშვიდად იმგზავროს.

საჭირო ბმულები:

პირველი ვიდეორგოლი
მეორე ვიდეორგოლი
მესამე ვიდეორგოლი

განხილვა