ბრიტანული ტელეკომპანია Dave ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გასართობი ხასიათით. თუმცა, 23 ოქტომბერს მაყურებლების გასაკვირად მაუწყებლობა შეწყდა და მოულოდნელად ეთერში მისთვის სრულიად არასახასიათო, სერიოზული ფორმატის ჩართვები დაიწყო. როგორც გაირკვა ეს ყველაფერი Snickers-ის “მავნე” ჩანაფიქრი იყო, რომელიც ბრენდის ჩვეულ სლოგანს You’re not you when you’re hungry კიდევ ერთი თვალსაჩინო და ორიგინალური დემონსტრირებისთვის განხორციელდა. კამპანიასა და სარეკლამო ვიდეორგოლზე, ბრენდთან ერთად, სააგენტო BBDO-მ იმუშავა.
https://www.youtube.com/watch?v=WikmcpBEX1c