in

ბექჰემმა სასამართლო დავა წააგო და საკუთარი კლუბისთვის სახელის შეცვლა მოუწევს

Sporti
Sporti

2 წლის წინ, დევიდ ბექჰემმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი – მაიამის „ინტერნაციონალე“ ჩამოაყალიბა. კლუბი პოპულარული გახდა და ბრენდ მაიამის „ინტერადაც“ მალევე იქცა და დაიწყო რა მერჩენდაიზის პროცესი, პირველი საფეხბურთო მატჩის გამართვამდე უამრავი მაისური და კლუბის ატრიბუტიკა გაიყიდა.

პოპულარობისა და ცნობადობის გაზრდის პარარელურად, კლუბმა ევროპიდან ვარსკვლავების მიწვევაც დაიწყო, ბლაიზე მატუიდისა და გონსალო იგუაინის ტრანსფერმა „ინტერი“ ახალ სიმაღლეებზე აიყვანა, თუმცა კლუბი მოულოდნელად სახელთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მილანის „ინტერნაციონალე“, იტალიური გრანდი, რომელიც მეოცე საუკუნიდან ფუნქციონირებს, ბექჰემსა და მის კლუბს სასამართლო დავით დაემუქრა. როგორც აღმოჩნდა, „ნერაძური“ აღნიშნულ სახელზე საავტორო უფლებებს წლებია, ფლობს და მათ გარდა, ამ სახელის გამოყენება არავის შეუძლია.

ბექჰემმა პირველ ეტაპზე სახელის გადარქმევა იუარა და საქმე იურისტებს მიანდო, წელიწადზე მეტხნიანი დავა, საბოლოოდ, იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა. მილანელებმა საქმე მოიგეს. სასამართლოს ვერდიქტით, მაიამელებს კლუბისთვის სახელის შეცვლა მოუწევთ. ასე რომ, დევიდ ბექჰემს წესით სხვა სახელწოდებაზე ფიქრი უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს. მან ახალი ბრენდისთვის სულის შთაბერვა კიდევ ერთხელ უნდა ცადოს.


კარგი ლიდერობა სწორი შეკითხვების დასმას გულისხმობს

General Motors-ს ახალი ლოგო აქვს