in

დავით ჩიკვაიძის წიგნი „ანტიგაყიდვები“ Amazon-ზე იყიდება!

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებლისა და ტრენერის დავით ჩიკვაიძის წიგნი Amazon-ზე იყიდება. ჯერ პლატფორმაზე მისი ელექტრონული ვერსიაა განთავსებული, მალე კი ბეჭდური სახითაც გამოჩნდება.

„ერთხელ მკითხეს, იმას რომ ასწავლით, როგორ გავყიდოთ ჩვენი პროდუქტი, პირიქით რატომ არ ასწავლითო? ანუ როგორ არ უნდა გაყიდო, რომ მერე სწორად გაყიდო. პრინციპში, დღეს, მთავარი პრობლემა ზუსტად ეს არის – ბევრი წერს და საუბრობს, იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს, რა არ უნდა გავაკეთოთ, რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ეს წიგნი ზუსტად ამაზეა, როგორ არ უნდა გაყიდო, რომ მერე სწორად გაყიდო“.

„ეს წიგნი გამოადგებათ როგორც დამწყებ ბიზნესმენებს, ისე მათ, ვინც პოსტ საბჭოთა ქვეყნებით არის დაინტერესებული, აპირებს აქ საკუთარი პროდუქციის გაყიდვას“, – დავით ჩიკვაიძე

დავით ჩიკვაიძე გვიყვება, რომ სანამ წიგნი Amazon-ზე მოხვდებოდა, მასში ძალიან დიდი შრომა ჩადეს. ჯერ თარგმნეს, შემდეგ დაარედაქტირეს – ამბები და სახელები ამერიკულ რეალობას მოარგეს, თუმცა, ისე რომ ქართული ფორმატი არ დაკარგულიყო. ფილტრების გავლის შემდეგ, პლატფორმაზე, ჯერ წიგნის ელექტრონული ვერსია გამოჩნდა, მალე კი ბეჭდური ვერსიაც განთავსდება.

„ჩემთვის, ეს, როგორც ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ „ქეისებს“, ბიზნეს ისტორიებს, გაყიდვების მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით გაიცნობენ და წაიკითხავენ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ძალიან განსხვავებულია ჩვენსა და საერთაშორისო ბაზარზე. არის რაღაცები, რაც თუ მუშაობს, მუშაობს ყველგან. სწორედ ამგვარი ამბებია წიგნში და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გამოადგებათ როგორც დამწყებ ბიზნესმენებს, ისე მათ, ვინც პოსტ საბჭოთა ქვეყნებით არის დაინტერესებული, აპირებს აქ საკუთარი პროდუქციის გაყიდვას. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ წიგნიდან შეიძლება ძალიან კონკრეტული და პრაქტიკული ცოდნის მიღება. სწორედ ეს მოსწონთ მასში საერთაშორისო ბაზარზე და ეს „იმუშავებს“ ამერიკის ბაზარზეც“.

The Body Shop მაღაზიის ახალ კონცეფციას ქმნის

რობოტმა გაიღიმა – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რობოტი ადამიანის გამომეტყველებაზე სწორად რეაგირებს