in

David Datuna და The Dole Sunshine Company კვების უსაფრთხოებისა და შიმშილის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

The Dole Sunshine Company-მ და ხელოვანმა დევიდ დათუნამ გააერთიანეს ძალები მსოფლიოში გავრცელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის – სურსათის დაუცველობისა და შიმშილის წინააღმდეგ. დღესდღეობით მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება შიმშილით მაშინ, როცა საკვები რესურსების 1/3 უმიზნოდ იხარჯება/იყრება.

2019 წელს დევიდ დათუნას ბანანმა The Dole Sunshine Company-ს გადააწყვეტინა, რომ ამ პრობლემის წინააღმდეგ სწორედ ამ არტისტთან იბრძოლებდა. შედეგად, არტისტმა შექმნა NFT (non-fungible token) სერია, რომელიც 6 მაისს ონლაინ აუქციონზე (Rarible.com) გაიყიდება. ბრენდის მიზანი 1 მილიარდი ადამიანისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებაა.

“აღფრთოვანებული ვარ Dole–ის მიზნებით, რომელიც ცდილობს, ხელი შეუწყოს შიმშილის პრობლემის აღმოფხვრას, კვების უსაფრთხოების მიღწევას, საკვები ნარჩენების აღმოფხვრას და მდგრადი სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციას. ჩემ მიერ შექმნილი სერია სწორედ ამ ყველაფერს ეხმიანება სიმბოლური ანიმაციების, ხმისა და გამოსახულების მეშვეობით,” – David Datuna.

იპოვეთ სწორი სიტყვები საკუთარი გუნდის შთაგონებისთვის

არტისტმა ემოჯი ზდისლავ ბეკსინსკის ნამუშევრებს შეუსაბამა