in

ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტის ანტირასისტული ნამუშევარი

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა არტისტმა დავით დათუნამ რასიზმის წინააღმდეგ ტილო სახელწოდებით “Black Rectangle” („შავი მართკუთხედი“) შექმნა. ნამუშევარი თავად წარადგინა და ვიდეოს მსოფლიოში აღიარებული „შავი კვადრატის“ ავტორის, მხატვარ კაზიმირ მალევიჩის სიტყვები დაურთო – It is from zero, in zero, that the true movement of being begins (ნულიდან, ზუსტად რომ ნულიდან იწყება არსებობის/ყოფიერების ჭეშმარიტი საწყისი).

 

„მალევიჩის „შავი კვადრატი“ საუკუნის წინ შეიქმნა. მაგრამ მისი კონცეფცია დღემდე ძალიან რელევანტურია“ – წერს ავტორი.

სოციალურ ქსელში დავით დათუნას ტილომ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. საზოგადოების ნაწილის კრიტიკა, ძირითადად, იმან დაიმსახურა, რომ არტისტმა ამერიკის დროშა შეღება შავად და ასე შექმნა საკუთარი ნამუშევარი.

„უბრალოდ ფანჯრიდან გაიხედეთ ან ტელევიზორი ჩართეთ და მიხვდებით, რატომ გავაკეთე ეს. არ ვაპირებ ჩემს ნამუშევარში ტყუილის ასახვას. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი სიმართლე ეს არის. მაგრამ თუ შევძლებთ ამის მიღებას, ყველაფრის გამოსწორებას შევძლებთ“, – წერს დავით დათუნა.

რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ამერიკაში მაისის ბოლოს, აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. მომხდარი მსოფლიო ბრენდებმაც გააპროტესტეს და მათ შორის ერთ-ერთი პირველი Nike იყო.

არტისტი დავით დათუნა „მარკეტერის“ მკითხველმა, გასული წლის დეკემბერში, პერფორმანსით „მშიერი არტისტი“ გაიცნო, როდესაც მან $120,000-იანი ბანანი შეჭამა.

ცნობიერების ევოლუცია, ანუ „აკეთო ის, რაც ჯერ არ გაგიკეთებია“ – მარკუს (ირაკლი) დავარაშვილი

როგორი იქნება PlayStation 5 – Sony-მ ოფიციალური ვიდეო გამოაქვეყნა