in ,

თავისუფლების ქანდაკებასთან ტრამპი და კლინტონი ერთად მიფრინდნენ – ქართველი ხელოვანის ამერიკული პროექტი

31 ოქტომბერს ქართველი ხელოვანი დავიდ დათუნა, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს და უკვე 20 წელზე მეტია ხელოვნების მიმართულებით ორიგინალურ ნამუშევრებს გვთავაზობს, ჰილარი კლინტონთან და დონალდ ტრამპთან ერთად, თავისუფლების ქანდაკებასთან მიფრინდა. ქანდაკება ამერიკული ღირებულებების სიმბოლოა და სწორედ ამიტომ აირჩია ხელოვანმა ეს ადგილი. დათუნას არტ პერფორმანსი ერთიანობის შესახებ მოწოდებას ისახავს მიზნად.

 

როგორც თავად დავითმა განაცხადა: “ერის გაყოფა, მისი კონტროლის მიზნით, ჩემს ბავშვობაში კომუნისტური პარტიის დევიზი იყო. თავისუფლების ქვეყანაში იმიტომ ჩამოვედი, რომ აქ მეძლევა საშუალება გამოვავლინო ჩემი ინდივიდუალურობა. ამერიკის წინასაარჩევნი კამპანიის რიტორიკა სულ უფრო არაგონივრული ხდება, რის გამოც, გადავწყვიტე გამომეყენებინა ხელოვნება – ყველაზე მძლავრი საშუალება კანდიდატების გამოსაღვიძებლად. მინდოდა სახელმწიფო მდივან კლინტონსა და ბატონ ტრამპს კარგად შეეხედათ თავისუფლების ქანდაკებისთვის და გაეხსენებინათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მათგანი გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, მათი საერთო ამოცანაა გააძლიერონ ამერიკა და ეს უნდა განახორციელონ ერთად.”

დავით დათუნა მინიატურა 1

პერფორმანსი დავით დათუნას პროექტის ნაწილია, რომელსაც ჰქვია “ერთად გავაძლიეროთ ამერიკა”. მობილური ინსტალაცია ამავე სახელწოდებით უკვე გამოჩნდა ნიუ-იორკის, პენსილვანიისა და ვაშინგტონის ქუჩებში. ხელოვანმა ამ პროექტში გააერთიანა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის წინასაარჩევნო ლოზუნგი (MAKE AMERICA  – TRUMP, STRONGER TOGETHER – CLINTON) და შექმნა ორი მონუმენტი, გაყოფილი ამერიკელი ერის გაერთიანების იმედით. 10X20 ფუტის მედია სკულპტურა ნათლად ასახავს კულტურულ აზრთა სხვადასხვაობას. ნამუშევარი მოიცავს ამერიკის ორ დროშას, რომლებიც ერთმანეთთან სახითაა განლაგებული. მონუმენტი გაზეთების კოლაჟითა და ფოტოებითაა სრულად დაფარული და ორ გზავნილს მოიცავს “SOS” და “ONE”. სკულპტურა მოთავსდა მოძრავ მანქანაზე და ქუჩებში არჩევნებამდე იმოძრავებს. პროექტის მხარდასაჭერად ან Facebook Live-ს სანახავად ეწვიეთ საიტს MakeAmericaStrongerTogether.com .

sos-david-datuna

დავით დათუნა პორტრეტიდავით დათუნას შესახებ ჩვენ უკვე გესაუბრეთ. მის ნამუშევრებში მძაფრად იგრძნობა თავისუფლების, ერთობისა და ინდივიდუალურობისკენ მოწოდება და ყოველივე ეს განსაკუთრებული ორიგინალობითაა წარმოჩენილი. ხელოვანზე მეტი ინფორმაცია ამ ბმულების საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ: datunamovie.com , www.projectfreespace.com

აქვე გთავაზობთ ხელოვანის ნამუშევარს საქართველოზე. ესაა ნაციონალური დროშა, რომელიც Google Glass-ისგან არის შექმნილი და დავითმა საჩუქრად საქართველოს სახით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უსახსოვრა. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, დავითის საქართველოში ვიზიტის შესახებ.

 

“ჩემი კლასის წიგნი” – ფინკა ბანკის ახალი პროექტი ბავშვებისა და მოზარდებისთვის

3D დაბრუნდა ცოტა ხნით!