ქართველი მუსიკოსის, დუეტ Okinawa Lifestyle-ის ყოფილი წევრის, დავით დათუნაშვილის ახალი ალბომი „6 Plus“ 2 ივნისს ოფიციალურად გამოვიდა, მანამდე კი ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია „36.6“ გავრცელდა, რომელიც კომპოზიტორ და მესაყვირე დათო კიკაბიძესთან ერთად არის ჩაწერილი. მუსიკოსისთვის ეს მესამე სოლო ალბომია, რომლის ფიზიკური, კასეტის ფორმატით შეძენა Bandcamp-ის მეშვეობითაა შესაძლებელი.
2009 წლიდან დავით დათუნაშვილი “Okinawa Lifestyle”-ის წევრი იყო, დუეტის დაშლის შემდეგ მან პირველი სოლო ალბომი „Composure“ 2014 წელს გამოუშვა, ამავე პერიოდში ჩაიწერა ალბომი ირაკლი აბრამიშვილთან ერთად. მოგვიანებით, 2017 წელს კი იგი გიგი ჯიქიასთან და დავით აბრამიშვილთან ერთად აყალიბებს ჯგუფს „Masterknot“.











