in

ნახეთ: ერთ ფიგურაში მოქცეული ადამიანთა კონფლიქტი

ესპანელი ხელოვანი, დავიდ დე ლა მანო, თავის უახლეს ნამუშევარში ადამიანთა კონფლიქტს ასახავს. ხის მასშტაბური სკულპტურა, სახელწოდებით Under the Skin, ევროპარლამენტში განათავსეს, ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი კოლექტიური გამოფენისთვის.

ქალის თავის ფორმის სილუეტზე კონფლიქტის მრავალი სცენაა წარმოდგენილი — ამისათვის მხატვარი მინიმალისტურ ფერთა პალიტრას იყენებს, თეთრ, შავ და ნაცრისფერ ტონალობაში. „ნამუშევარი ადამიანის მდგომარეობის, თემებისა და საკუთარი კონფლიქტების წინააღმდეგობაზე გვესაუბრება. დიდი საზოგადოება წარმოდგენილია ქალის თავის, რომელსაც სახეზე არ ეტყობა ის, რასაც ასე ძალიან განიცდის…“, — ამბობს დელ მანო.

იცით, რომ ინტერნეტში განთავსებული ზოგიერთი ინფორმაცია მცდარია?

ტექნოლოგიას, რომლითაც ავატარი შეიქმნა, მეცნიერები ახალი წამლების მისაღებად იყენებენ