in

“David After Dentist-ის” Meme 11 000 დოლარად გაიყიდა, როგორც NFT ნამუშევარი

13 წლის წინ, შვიდი წლის დევიდ დევორ უმცროსი სტომატოლოგთან იყო, სადაც ანესთეზიის ჩატარების შემდეგ არაადეკვატური გახდა. მამამისმა ამ შემთხვევის ვიდეოთი ჩაწერა მოინდომა, რაც კულმინაციით დასრულდა, როდესაც ბიჭმა იკითხა: “ეს რეალური ცხოვრებაა?”

დაუვიწყარმა YouTube ვიდეომ 140 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, მაგრამ მისი დიდება ამით არ დასრულებულა. დევიდი დააკვირდა, როგორ მოხვდნენ ინტერნეტის სხვა ცნობილი პერსონაჟები წარმატების ახალ ციკლში NFT ბაზარზე.

შედეგად, ერთგვარი NFT, 640 x 480-პიქსელიანი MP4 გასულ პარასკევს დაახლოებით 11,600 აშშ დოლარად გაიყიდა ბაზარზე გამოსვლიდან ერთი დღის შემდეგ.

როგორც ცნობილია, დევიდ დევორი აპირებს ამ შემოსავლით მის ორ ვაჟს კოლეჯში სწავლა დაუფინანსოს.

4 წლის ბიჭმა Amazon-ზე თითქმის 1000 ცალი სპანჯბობის ნაყინი შეიძინა!

ფოტოგრაფის მიერ შექმნილი მინიატურული სოფელი, რომლის დასრულებასაც 2 წელი დასჭირდა