23
May
2019

საქართველოს დევიდ გარეტი ეწვევა

23 May 2019

კულტურის პალატის ორგანიზებით საქართველოს ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი ეწვევა. იგი თავისი ახალი ალბომით “UNLIMITED –LIVE 2019” თავის თაყვანისმცემლებთან ერთად აღნიშნავს საკუთარი შემოქმედების 10 წელს.

ღონისძიება 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. მის ახალ ალბომში “Unlimited – Greatest Hits”, რომელიც გამოსცა ლეიბლმა Universal Music 2018 წლის ოქტომბერში, შესულია ცოტა ხნის წინ არანჟირებული და ახალი ნაწარმოებები. ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე 23 მაისს 20:00 სთ-ზე დაიწყება, ფასი კი – 80-დან 250 ლარამდე იქნება.

 

განხილვა